სტომატოლოგიის წვლილი სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში დიდია. ამის შესახებ ,,ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ხელმძღვანელმა კახაბერ ხარებავამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  2023 წელი მნიშვნელოვანი იყო სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით, რამაც გაზარდა ტურისტების რაოდენობა. როგორც კახაბერ ხარებავა აცხადებს, შესაბამისად გაიზარდა ჩვენი თანამშრომელიც რიცხვიც.

„სამედიცინო ტურიზმი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად განვითარდა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე, შედეგი ნამდვილად კარგია. პაციენტების რაოდენობა ჩვენს კლინიკაში მუდმივად იზრდება. საქართველოში ისინი მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად ჩამოდიან. სწორედ ამან გამოიწვია ფილიალის გახსნის საჭიროება. უცხოელი პაციენტების წილი 2023 წლის მონაცემებით,  30%-ია და ამ მაჩვენებელს წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ“, - აცხადებს კახაბერ ხარებავა.

ცნობისთვის: ,,ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ Dentsply Sirona-ს პარტნიორობით გახსნილი კლინიკაა, რომელსაც კავკასიის რეგიონში გერმანული წარმომადგენლობითი კლინიკის სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი 2019 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის კლინიკაში 100 ადამიანია დასაქმებული.

bp.ge