B ჰეპატიტის მართვის პროგრამაში ამ ეტაპზე პროგრამაში 15 კლინიკა მონაწილეობს. 
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს კლინიკებია:

,,ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი'',  იმერეთი, ქ.ქუთაისი, პეტრე ჩხობაძის ქ.N20;


,,იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი'', ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N27/გრიშაშვილის მე–4 შესახვევი N9;


,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი'', ქ.ქუთაისი, ფოთის ქუჩა N40;

"სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი", აჭარა, ქ.ბათუმი, ქათამაძის N11;


,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა", ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N16;


,,ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი'', ქ.თბილისი, ყაზბეგის N16;

,,ავერსის კლინიკა'', ქ.თბილისი,  ნავთლუღის ქ. N11-13 (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N27ბ);

,,ნეოლაბი'', ქ.თბილისი, ტაშკენტის N47;


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისი, წინანდლის ქ. N9;


ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“, ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ. N18/20;

,,ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი", გურჯაანი, რუსთაველის ქ. N22;


"რუსთავის მედიცინის სახლი-N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი", ქ.რუსთავი, ოდიშარიას ქ.N19;


"ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო", ქ.ზუგდიდი, ონარია.


,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი'',  ქ. გორი, ჭავჭავაძის N56;

,,ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრი'', ქ.ოზურგეთი, ერისთავის ქ.N22.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 20 ივნისიდან დაიწყო - პაციენტები სერვისს სრულად უფასოდ მიიღებენ. პროგრამის მიზანი, საქართველოში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა.

პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი მოგვიანებით დაიწყებენ.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე - პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები  ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი  აქვთ  ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.

B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.


სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს - პროგრამაში ჩართულია 15 სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.