სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს დაშვებული და ამ კუთხით რეგულაციებია ასამოქმედებელი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ხდება შეკვეთების პირდაპირ განთავსება ონლაინ, ვრცელდება რეკლამა და შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულაციის გარეშე დატოვება.
„ბევრი რეკლამაა და ჩვენს ქალბატონებს სთავაზობენ სარფიან ბიზნესს. მერე არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვები ვის გაყავს, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაყავდეთ.
ამას სჭირდება რეგულირება და ამაზე აზარაშვილის უწყება მოგვახსენებს დამატებით. აუცილებელია დარეგულირდეს და ეს დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ - აღნიშნა პრემიერმა და განაცხადა, რომ ცვლილება დაეხმარება საქართელოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას და ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს.