სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულში გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს აქტიურად ამოწმებს. 


უწყების ცნობით, ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი. 


ამავდროულად, მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კვლევის მიზნით, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი და იმპორტირებული ნაყინის ნიმუშს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ. 

აღნიშნულ მაჩვენებლებზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში უკვე გამოკვლეულია ნაყინის 100-მდე ნიმუში, ყველა მათგანი შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. მიმდინარე წელს ნაყინის კიდევ 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.