წონის დაკლებისა და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა „ვეგოვი“, „ოზემპიკი“ და „მოუნჯარო“, თავიანთი პირდაპირი დანიშნულების გარდა, ადამიანებს ალკოჰოლის მოხმარების მავნე ზემოქმედების შემცირებაში დაეხმარება - ამის შესახებ დანიური კვლევის ახალ კვლევაშია ნათქვამი.

„ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დანიის ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკაში 108 პაციენტი ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ყოველკვირეულად იღებდა სემაგლუტიდის ინექციას, ხოლო მეორე - პლაცებოს. ორივე ჯგუფი ასევე გადიოდა ალკოჰოლის მოხმარების სამკურნალო თერაპიას გადიოდა.

კვლევამ აჩვენა, რომ სემაგლუტიდის ყოველკვირეული ინექციები - პრეპარატების აქტიური ინგრედიენტი, რომელიც სისავსის შეგრძნებას იწვევს - მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, 50%-ით მეტად შეემცირებინათ ალკოჰოლის მოხმარების დღეები პლაცებო ჯგუფის წევრებთან შედარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შეიძლება პაციენტებს ალკოჰოლისადმი ლტოლვის შემცირებაში დაეხმაროს.

მკვლევარების თქმით, ეს დასკვნები ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემების წარმომადგენლებმა და ექიმებმა, მათ შორის ევროპაში, შეიძლება განიხილონ ეს პრეპარატები, როგორც დამოკიდებულების მკურნალობის ვარიანტი.

„ეს ხსნის კარს ალკოჰოლის მოხმარების არსებული მკურნალობის GLP-1 რეცეპტორებზე ორიენტირებული მიდგომით შევსებისკენ“, - თქვა ავტორმა ანდერს ფინკ-იენსენმა.

მანამდე ჩატარებულმა სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პრეპარატებს შეუძლია სხვადასხვა დამოკიდებულების შემცირებაში დახმარება, ონლაინ აზარტული თამაშებიდან დაწყებული კანაფითა და ოპიოიდებით დამთავრებული.

„ნოვო ნორდისკის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია არ ატარებს რაიმე სპეციალურ კლინიკურ კვლევას GLP-1-ის გამოყენებისა და მისი გავლენის შესაფასებლად სხვადასხვა სახის დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ დაავადებებზე,


ესაა პირველი რანდომიზებული კონტროლირებადი  კვლევა ამ მიმართულებით, მაგრამ მკვლევარები სიფრთხილით აცხადებენ, რომ მათ შედარებით მცირე მოცულობის ბაზა ჰქონდათ და მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.