ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკურისაავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 

მდგომარეობას , მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.

მიხეილ სარჯველაძემ  კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და  ექიმებთან სამედიცინოდაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარებისსამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის  განმარტებით, მომსახურების

სტანდარტებჯს მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურადმუშაობს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეაგათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობასმრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმადააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიულიმომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.  

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრინინო ნიჟარძე და საქართველოს სამედიცინოჰოლდინგის დირექტორის მოვალეობისშემსრულებელი ლადო შელია.