ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორის მოადგილეს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შესაბამისი უწყებების ხანგრძლივ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შედეგად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა CDC-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პარტნიორობას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.
შეხვედრაზე სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე, საქართველოს მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ორმხრივ სარგებელზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ფურცელაძე,
აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი, ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები.




