ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სკრინინგ აქციები ჩატარდება.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:

🔹ძუძუს კიბოს
🔹საშვილოსნოს ყელის კიბოს 
🔹არტერიული ჰიპერტენზიის
🔹B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის
სკრინინგული კვლევები.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.

სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.