პრემიერმა დიუშენის პაციენტებისთვის განკუთვნილი მეორე მედიკამენტი დაასახელა, რომელსაც აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანები უფასოდ მიიღებენ. 

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი, „ჯივინოსტატი“ კი უკვე საქართველოშია და მას პაციენტები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

„ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა, დარჩენილია ტექნკური პროცედურები, გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით დიუშენის მქონე პაციენტებისთვის „ჯივინოსტატთან“ ერთად კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი, და ეს იქნება ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე,“ - განაცხადა პრემიერმა და ასევე აღნიშნა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლს თანახმადაც ამ დაავადების მქონე  ბავშვებისთვს სახელმწიფო ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის და ის პაციენტებისთვის ასევე სრულიად უფასო იქნება.