იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობაზე სახელმწიფო 2027 წელს 110  მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პირველი წარდგენის პროექტშია საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის გეგმის თანახმად, ეს მონაცემი 70 მილიონ ლარს შეადგენდა. 
მილიონი ლარით, 13 მილიონამდე იზრდება ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება.

52 მილიონიდან 55,4 მილიონამდეა დაგეგმილი დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსების ზრდა. 8,5 მილიონიდან 11 მილიონ ლარამდე იზრდება ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამის ბიუჯეტი.  

პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე სახელმწიფო დანახარჯებს 273 მილიონიდან 295,1 მილიონამდე ზრდის. ერთი მილიონით, 5,6 მილიონ ლარამდე იზრდება დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მიმართულების დაფინანსება. 

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის 2027 წლის ბიუჯეტს, ის მილიარდ 550 მილიონი ლარით განისაზღვრა, 2026 ში კი მილიარდ 500 მილიონი იყო.