ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანი განხორციელება.

ამის შესახებ საუბარია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პირველი წარდგენის პროექტის პრიორიტეტებისა და პროგრამების ნაწილშია აღნიშნული.

მასში ნათქვამია, რომ ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). DRG სისტემის პარალელურად გამოყენებული იქნება დაფინანსების სხვა მექანიზმებიც, რაც ხელშემწყობ პირობებს შექმნის მაღალმთიან რეგიონებში მცირე ზომის ჰოსპიტლების ფუნქციონირებისთვის.
დოკუმენტის თანახმადვე, ძვირადღირებული რეანიმაციული საწოლთა ფონდის არასაჭირო დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, განვითარდება გახანგრძლივებული ინტენსიური მოვლის საწოლთა ფონდი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროება ჰოსპიტალში  ხანგრძლივად დაყოვნება.

„სახელმწიფო ხელს შეუწყობს პალიატიური მოვლის სერვისების განვითარებას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც განუკურნებელი დაავადებები აქვთ და განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროებათ. გაგრძელდება რეაბილიტაციის სერვისების განვითარება, როგორც ჰოსპიტალურ, ისე ამბულატორიულ დონეზე და გაფართოვდება მათი ჩამონათვალი,“ - აღნიშნულია პროექტში.