„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.
თარიღის მიზანია ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს უფასო გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ჩაიტარონ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
ძუძუს კიბოს სკრინინგი მოიცავს:
▫️ ძუძუს ფიზიოლოგიურ გასინჯვას
▫️ მამოგრაფიულ კვლევას
საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტარდება:
▫️ ულტრაბგერითი გამოკვლევა
▫️ ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით
▫️ ციტოლოგიური კვლევა
ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტიანობისა და გადარჩენის შესაძლებლობას.





