კომპანია PSP-ს ახალი ექსკლუზიური პარტნიორი - ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი Gamarde ფრანგმა სტუმრებმა ქართველ ინფლუენსერებსა და სააფთიაქო ქსელის სპეციალისტებს 15 მაისს სასტუმრო “რუმსში” გააცნეს.2007 წელს საფრანგეთში თერმულ წყლებზე დაფუძნებული ბიო დერმატოლოგიური ბრენდი სტუმრებს „გამაღდეს“ რეგიონალურმა მენეჯერმა ეტიენ ჟიკელმა გააცნო. სხვადასხვა ტიპის კანის მოვლისა და სამკურნალოპროდუქციის მრავალფეროვანი ხაზები საერთაშორისო ტრენერმა ალექსანდრა მიერცაშმა გააცნო.„გამაღდეს“ თერმულ წყლებსა და ბიო ინგრედიენტებზე დაფუძნებული პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკვე წარმოდგენილია PSP-ს 50-ზე მეტ აფთიაქში, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს ქართველ მომხმარებელს კანის სიჯანსაღეზე ზრუნვას, ხოლო დერმატოლოგებს კანის სხვადასხვა დაავადებების ბიო ინგრედიენტებზე დაფუძნებული მკურნალობას.„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის გამარტივებაა. ამასთან, კომპანია საზოგადოებას მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. სიახლე, ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი „გამაღდე“ ოჯახის ყველა ასაკის წევრისთვის ბიო პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ მოვლისა და კანის სხვადასხვა პრობლემების ეფექტურად მოგვარებისთვის. ფრანგი სტუმრების პრეზენტაციამდამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. პროდუქტების ეფექტურობა უახლოეს მომავალში „გამაღდეს“ მომხმარებლის საყვარელ ბრენდად ჩამოაყალიბებს“- აცხადებენ PSP-ში.
წონის კლების მედიკამენტის Wegovy-ის მწარმოებელმა კომპანია Novo Nordisk-მა განაცხადა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი, ლარს ფრურგორ იორგენსენი, თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს და მიზეზად ასახელებს შეშფოთებას, რომ კომპანიამ შესაძლოა დაკარგოს ლიდერის პოზიცია ჭარბწონიანობის მკურნალობის სწრაფად მზარდ და კონკურენტულ ბაზარზე.იორგენსენის ხელმძღვანელობით, Novo Nordisk-მა მსოფლიო ლიდერის პოზიცია დაიკავა წონის კლების მედიკამენტების ბაზარზე, რაც პრეპარატების – Wegovy-სა და Ozempic-ის – გაყიდვების მკვეთრი ზრდის შედეგია. ამან კომპანიის აქციების ღირებულება გააორმაგა და იგი გახდა ევროპის ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანია.თუმცა, კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივნისში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიზეზი კონკურენციაა — განსაკუთრებით ამერიკული Eli Lilly-ს (LLY.N) მხრიდან, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბაზრის წილის ათვისება და ასევე იმით, რომ Novo Nordisk-ის ახალი მედიკამენტების კვლევებმა ინვესტორებზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა."ცვლილებები განხორციელდა ბაზრის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც Novo Nordisk-ი ბოლო დროს დგას, ასევე კომპანიის აქციების ფასის დინამიკის გათვალისწინებით 2024 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული," — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.Eli Lilly-ის მიერ წარმოებული, ჭარბი წონის სამკურნალო ინექცია Zepbound-ზე გამოწერილი რეცეპტების რაოდენობამ აშშ-ში, რომელიც მისი უდიდესი ბაზარია, 2024 წლის მარტის შუა პერიოდიდან Wegovy-ს რეცეპტებს გაუსწრო.58 წლის იორგენსენი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. ის თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი არ დაინიშნება, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
“PSP ფარმას“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და კომპანია “ბიგჰორნ ვებ სოლუშენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კალებ ბრედლიმ “მაჯენტოს” ელექტრონული კომერციის განახლების კონტრაქტს ხელი მოაწერეს.კომპანია „ბიგჰორნ ვებ სოლუშენს“ უზრუნველყოფს „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას. თანამშრომლობა „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის (PSP.GE და PSP App) გაძლიერებისა და სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. შედეგად გაიზრდება პლატფორმის მოხმარებისსიჩქარე, მომხმარებლისთვის სარგებლობის პროცესი კი უფრო მოსახერხებელი და გაუმჯობესებული გახდება.“PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით განვითარებას; კერძოდ სიჯანსაღისა და თავის მოვლის კატეგორიის პროდუქტების ელექტრონული კომერციით ხელმისაწვდომობის გაზრდას კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში. ეს განახლება კომპანიას საშუალებას მისცემსმთლიანად რეგიონში წარმატებით განახორციელოს პროდუქციის ელექტრონული რეალიზაცია.ელექტრონული კომერციის სრულყოფილი პლატფორმა წინა წლის ნოემბერში სრულად უნდა ყოფილიყო დასრულებული, თუმცა წინა კონტრაქტორმა კომპანიამ ამ დრომდე პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი სამუშაოებიც ვერ დაასრულა. გადახდილი სოლიდური ავანსის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ “სვიფტ ჯორჯიამ”, რომლის დამფუძნებელია საერთაშორისო კომპანია Making Science Swift Internationa, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, PSP-ს რეგიონული ელექტრონული კომერციის პროცესი აქამდე შეაფერხა.ციფრული ტექნოლოგიების განვითარება PSP-სთვის მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პროექტია. კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგვა დასრულდება Microsoft-ის ERP მოდულების აფთიაქებში ERP სისტემის დანერგვით. საპილოტე აფთიაქებში უკვე გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად - რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. „Bighorn Web Solution“ გაფორმებული კონტრაქტი კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ელექტრონული კომერციის ფლაგმანი გახდეს რეგიონში.

შემოვიდა სამართლიანი თამაშის წესები - ასეთ შეფასებას აკეთებს ექსპერტების ნაწილი კონკურენციის სააგენტოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე რეზონანსული კვლევა ორი წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც 4 კომპანია 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა.9-თვიანი მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ და მათ ფიქსაციას ახდენდნენ. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგი იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის ჯილდო მიიღო. სააგენტოს ჯილდო, ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა. ეს ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160 ქვეყანას აერთიანებს.ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებამ ქვეყანაში ისეთი პრეცედენტი შექმნა, როცა ამ ბიზნესში მოქმედი კომპანიები მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით თვითნებურ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებენ. ეს ყველაფერი კი მედიკამენტებზე დაბალი ფასების და მომხმარებლების ინტერესების დაცვის წინაპირობა უნდა გახდეს.„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ფარმაცევტული სექტორი საკმაოდ სენსიტიურია. ისიც პრობიზნესურია და თუ იქნება საშუალება, ბიზნესი შეეცდება ნებისმიერი მოგების ნებისმიერი ფორმით მიღებას. ამის რეგულატორი კი ჩვენი კანონმდებლობა და კონკრეტულად, კონკურენციის სააგენტოა. ამიტომ მონიტორინგი აუცილებელია, რათა ამ მიმართულებით სამართლიანობა შენარჩუნდეს,“ - განაცხადა ბაირახტარმა.
ჯანდაცვის კომიტეტმა დამატებით 9 დღის უქმედ გამოცხადების ინიციატივა უარყო
წელს აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარებაა
„ოზემპიკის“ მწარმოებელი კომპანია ჭარბი წონის მედიკამენტების მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს კარგავს
ჯანმო: მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,8 წლით შემცირდა
ამერიკაში, შესაძლოა, ბავშვებისა და ორსულებისთვის კოვიდ-ვაქცინაციის რეკომენდაცია გააუქმონ