მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები ადამიანებისა და სახწელმწიფოების ცხოვრების თითქმის ყველა მხარეზე აისახება.
ამ პროცესებს აკვირდება ბიზნესი, მათ შორის - სამედიცინო და სადაზღვევო. სხვა საკითხებს შორის, ეს თემაცაა ნახსენები სს „საქართველოს კაპიტალის“ არა-აუდიტირებულ შუალედური შემოკლებულ კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში, რომელიც 2023 წლის 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო სადაზღვევო ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის ზრდა შესაძლოა გამოიწვიოს მოკლევადიანმა მკაცრმა ამინდის პირობებმა. ეს პირობებია წყალდიდობა და ზოგ რეგიონში მეწყერი, ანომალიური სიცხე, და ამინდის გრძელვადიანმა ქრონიკულმა ცვლილებამ, მაგალითად მაღალმა საშუალო ტემპერატურამ და გვალვამ.
დოკუმენტში ისიც აღნიშნულია, რომ გაუმართავმა ინფრასტრუქტურამ შესაძლოა წყლით გამოწვეული გრძელვადიანი დაავადებები გამოიწვიოს. ანგარიშგებაში ამ რისკების თავიდან აცილების გზებზეცაა საუბარი:
„მომხმარებლების წახალისება კლიმატთან დაკავშირებული რისკების მიმართ მომზადებაზე, მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების სტილის წახალისებამ, შესაძლოა დადებითად იმოქმედოს ბიზნესის რეპუტაციასა და მომხმარებელთა ბაზაზე.“