ონკოლოგიური მედიკამენტების სექტორში Pfizer-ის შემოსავლები იზრდება. თემაზე გამოცემა theglobeandmail-ი წერს.

Pfizer-ი ონკოლოგიის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი და წარმატებული ფარმაცევტული კომპანიაა. მას დამტკიცებული აქვს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების დიდი პორტფელი, ასევე კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატ-კანდიდატების ფართო სპექტრი, რომელიც ფოკუსირებულია მრავალ მიმართულებაზე, მათ შორის მცირე მოლეკულებზე, ანტისხეულებსა და იმუნოონკოლოგიურ ბიოლოგიურ პრეპარატებზე.

2023 წელს ამერიკული ბიოტექტონოლოგიური კომპანია Seagen-ის შეერთებამ ონკოლოგიაში მისი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა, რადგან ოთხი პრეპარატი დაამატა - Adcetris, Padcev, Tukysa და Tivdak. Seagen-ის შეძენამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Pfizer-ის შემოსავლებში 2024 წელს და 2025 წლის პირველ კვარტალში.

Pfizer-ის ონკოლოგიური შემოსავლები 2025 წლის პირველ კვარტალში ოპერაციულ დონეზე 7%-ით გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა Xtandi, Lorbrena, Braftovi-Mektovi და Padcev.

Pfizer-მა ასევე შეაღწია ონკოლოგიური ბიოსიმილარების სფეროში და კიბოს სამკურნალოდ ექვსი ბიოსიმილარი გამოუშვა ბაზარზე. ბიოსიმილარი არის ბიოლოგიური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ძალიან ჰგავს უკვე დამტკიცებულ ორიგინალურ ბიოლოგიურ მედიკამენტს ხარისხით, უსაფრთხოებით, ეფექტურობითა და კლინიკური მოქმედებით.


Pfizer-მა ასევე გააუმჯობესა ონკოლოგიური კლინიკური მკურნალობის კურსი რამდენიმე კანდიდატი-პრეპარატის შემუშავების გვიან სტადიაზე, როგორიცაა sasanlimab, vepdegestrant და sigvotatug vedotin. მაისში კი ფარმაცევტულმა გიგანტმა ჩინურ 3SBio-სთან გააფორმა ექსკლუზიური ლიცენზირების ხელშეკრულება ამ უკანასკნელის ორმაგი PD-1 და VEGF ინჰიბიტორის მისაღებად, რაც გააძლიერებს ონკოლოგიური მკურნალობის კურსს.

მსოფლიოში, ონკოლოგიური სფეროს სხვა მსხვილი მოთამაშეები არიან AstraZenecaAZN, MerckMRK და Bristol-MyersBMY.

AstraZeneca-სთვის ონკოლოგიური გაყიდვები ამჟამად მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 41%-ს შეადგენს. 2025 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ სეგმენტში რეალიზაცია 13%-ით გაიზარდა. AstraZeneca-ს ძლიერი ონკოლოგიური მაჩვენებლები განპირობებული იყო ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა Tagrisso, Lynparza, Imfinzi, Calquence და Enhertu.

Merck-ის ძირითადი ონკოლოგიური მედიკამენტებია PD-LI ინჰიბიტორი Keytruda და PARP ინჰიბიტორი Lynparza, რომლებსაც კომპანია AstraZeneca-სთან პარტნიორობით ყიდის. Keytruda, რომელიც დამტკიცებულია კიბოს რამდენიმე სახეობისთვის, Merck-ის ფარმაცევტული გაყიდვების დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

Bristol-Myers-ის კიბოს საწინააღმდეგო მთავარი პრეპარატია PD-LI ინჰიბიტორი, Opdivo, რომელიც მისი მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, Pfizer-ი მთელ ინდუსტრიასთან შედარებით მიმზიდველად გამოიყურება. 
Pfizer-ი ცდილობს, გლობალურ ფარმაცევტულ  ბაზარზე საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცოს.