2023 წლის განმავლობაში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 1,050 მლნ. ლარი, რაც 15%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. აღნიშნული განპირობებულია სამედიცინო დაზღვევის, ავტოდაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მოზიდული პრემიის მნიშვნელოვანი ზრდით. ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული (საპროგნოზო მონაცემები).კომპანიების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 250 მლნ. ლარი და გაზრდილია 19%–ით.
წმინდა მოგება მიმდინარე წლის მონაცემებით შეადგენს 70 მლნ. ლარს და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 79%-ით. წმინდა მოგების მნიშვნელოვანი ზრდა, განპირობებულია სადაზღვევო მოგების მნიშვნელოვანი ზრდით, საინვესტიციო საქმიანობიდან შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდით და უცხოური ვალუტის კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული შემოსავლების ზრდით,"-აღნიშნულია ანგარიშში. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს. 31 დეკემბრის მდგომარეობით სადაზღვევო კომპანიების აქტივები შეადგენს 1 310 მლნ. ლარს, რაც 18%–ით მეტია წინა წლის ამავე თარიღის მონაცემთან შეადრებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 11%–ით და შეადგენს 380 მლნ. ლარს.
გასულ წელს სადაზღვევო სექტორის მიერ მიზიდული პრემია 15%-ით გაიზარდა, ერთ-ერთი ფაქტორო სამედიცინო დაზღვევაა

საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი შემცირდა - საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ორ კვარტალში ქვეყანაში 853,5 ათასი დოლარის ღირებულების, 17,8 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა. შარშან, იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, მილიონ 100 ათასი დოლარი და 21,6 ტონა იყო. მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მთავარი იმპორტიორი (6.1 ტონა და 570 ათასი აშშ დოლარი) რუსეთია, მას მოსდევს ლატვია (4.8 ტონა და 178 ათასი დოლარი) და მალიაიზია (2.4 ტონა და 24.3 ათასი დოლარი)ჩინეთი და თურქეთი ბოლო ადგილებს ინაწილებენ 0,3 და 0,2 ტონით.იმპორტიორებს შორის არიან გერმანია და იტალიაც.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ი ლონდონში, კვლევითი ცენტრის მშენებლობას აჩერებს. ლონდონის ცენტრში ლაბორატორიების მშენებლობა უკვე დაწყებული იყო და ცენტრის გახსნა 2027 წელს იგეგმებოდა, თუმცა ორიოდე დღის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ პროექტიდან გასვლას აპირებს.მდგომარეობას ართულებს ის, რომ მანამდე, ქვეყნის უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ უარი თქვა დიდ ბრიტანეთში ვაქცინების წარმოების ახალი ქარხნის მშენებლობაზე. თავის განცხადებაში Merck-ი აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება ასახავს იმ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში (ბიოლოგია, ბიოქიმია, გენეტიკა, ნეირომეცნიერება, ფიზიოლოგია, მედიცინა...) ინვესტიციების ნაკლებობას. გამოწვევებს შორის ასევე დასახელებულია ის გარემოება, რომ დიდ ბრიტანეთში მთავრობების ცვალებადობის პირობებში ინოვაციური მედიკამენტებისა და ვაქცინების მნიშვნელობა სათანადოდ დაფასებული არაა. ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, კომპანიამ, როგორც ჩანს, გაითვალისწინა საბაჟო გადასახადის გაზრდის და სხვა საფრთხეები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკიდან მომდინარეობს. ამ გზით, როგორც ცნობილია, ტრამპს შტატებში რაც შეიძლება მეტი საწარმოს დაბრუნება სურს. დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული კომპანიები მთავრობასთან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იმასთან დაკავშირებით, კომპანიების შემოსავლების რა ნაწილი უნდა წასულიყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში. მოლაპარაკებები გასულ თვეში ჩიხში შევიდა და არანაირი შედეგი არ მოუტანია.ასეთ პირობებში ბრიტანეთის ფარმაცევტული ინდუსტრიის ასოციაციამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის რეიტინგი სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ 2017 წლის მეორე ადგილიდან 2023 წელს მეშვიდე ადგილზე დაეცა.„დიდი ბრიტანეთი სულ უფრო ხშირად გამოირიცხება განხილვებიდან, როგორც პერსპექტიული ადგილი ფარმაცევტული ინვესტიციებისთვის“, - თქვა მან.რაც შეეხება ტრამპის პოლიტიკას, რომელიც ბრიტანეთზე და ევროკავშირზე სავაჭრო ზეწოლას აძლიერებს, ამერიკის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩასვლას მომდევნო კვირაში გეგმავს. იგივე თემას აშუქებს The Ghuardian-ი. გამოცემის თანახმად, Merck-ის გადაწყვეტილების შემდეგ, უარი თქვას მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საინვესტიციო პროექტზე, ცნობილი მეცნიერი ჯონ ბელი აცხადებს, რომ სხვა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებიც შეწყვეტენ ინვესტიციების განხორციელებას დიდ ბრიტანეთში.ბელმა განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რამდენიმე მსხვილი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა და შეიტყო, რომ ისინი აღარ აპირებენ დიდ ბრიტანეთში ინვესტიციების განხორციელებას.მისივე თქმით, დიდი პრობლემაა ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა მედიკამენტებზე ხარჯავს.„ათი წლის წინ, ჩვენ ჩვენი ჯანდაცვის ხარჯების 15%-ს ფარმაცევტულ პროდუქტებზე ვხარჯავდით. ახლა ეს 9%-ია. დანარჩენი მსოფლიო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, 14%-დან 20%-მდე ხარჯავს“, - დასძინა მან.ბელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს აქვს შესანიშნავი მეცნიერება და „შესანიშნავი ბიოტექნოლოგიური კომპანიები“ და ინფრასტრუქტურა, რომელიც დაფინანსებულია მთავრობის მიერ, „მაგრამ დიდი კომპანიების გარეშე ეს არ იმუშავებს“.მისი თქმით, თუ კომპანიებს არ შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის აქ გაყიდვა, ისინი წავლენ და სხვაგან განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.
სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანიის Medhub-ის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა.როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის ხელმძღვანელი, ოთარ კლდიაშვილი აღნიშნავს, რეალიზაციის ზრდა ქვეყანაში სტაბილურ ბიზნესგარემოსა და ახალი ბიზნესს ობიექტების გახსნის ტენდენციას უკავშირდება."ქვეყანაში აქტიურად იხსნება სამედიცინო დაწესებულებები, სააფთიაქო ქსელები, რესტორნები და სასტუმროები. ობიექტების მატება პირდაპირ აისახა ჩვენი გაყიდვების ზრდაზეც. ადგილობრივ ბაზარზე პირბადეები, ქუდები, ბახილები, წინსაფრები, ერთჯერადი ვინილის და პოლიეთილენის ხელთათმანები შემოგვაქვს. ნედლეულს რაც შეეხება, ჩინელი პარტნიორები გვყავს. ძალიან სერიოზულ კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა, დიდი დრო დაგვჭირდა, რომ თანამშრომლობა შემდგარიყო. რაც შეეხება რეალიზაციას - ვთანამშრომლობთ გადამყიდველებთან, კლინიკებთან, სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ამასთან ნედლეულს კერძო ბიზნესებს ვაწვდით (რესტორანი, სასტუმროები, კვების სწრაფი ობიექტები). კლინიკების წილი მთლიანი გაყიდვების 20%-ია, 40-ი გადამყიდველებს უჭირავს, დანარჩენი რაოდენობა კი, კვების ობიექტებზე, სასტუმროებზე მოდის. მაგალითად, არც ერთი მაღალი დონის რესტორანი შიშველი ხელით არ მუშაობს, არაჰიგიენურია, შესაბამისად, ხელთათმანები სჭირდებათ", - აცხადებს ოთარ კლდიაშვილი.კომპანიის ხელმძღვანელი ასორტიმენტის გაზრდის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პროდუქციის ზრდა დიდ რისკებს უკავშირდება."ჩემს სფეროში ოპერირება რთულია, შესაძლოა, დაბალი ხარისხის ნედლეული მიიღო და წაგებაზე გახვიდე. ნელ-ნელა ტენდენციის მიხედვით ვითარდები, დაბალი დონის მომწოდებელ კომპანიებთან პარტნიორობას გამოვრიცხავ. ხარისხის მიმართულებით რომ გესაუბროთ, ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების დაახლოებით 20% ცდილობს, ჯანსაღი გარემო შექმნას, დიდ ნაწილს კი დაბალი ხარისხის პროდუქცია შემოაქვს.სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანია Medhub-ი ადგილობრივ ბაზარზე 7 წელია ოპერირებს.bp.ge

აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტად, 22%-ით, ტკივილგამაყუჩებელი წამლები გაძვირდა.საქსტატის ინფორმაციით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების მიმართულებით 12%-იანი გაძვირება დაფიქსირდა, ვიტამინების - 11%-იანი.უმნიშვნელოდ, 0,4%-თაა გაიაფებული ანტიბიოტიკები. 1-4%-თაა გაიაფებული თერმომეტრები და წნევის საზომი აპარატები. ზოგადად კი, აგვისტოს თვის მონაცემებით, სამედიცინო აპარატურის, პროდუქციისა და აპარატურის ჯგუფში ფასები 8%-ით გაიზარდა.
მიხეილ სარჯველაძე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა
მამაკაცების ჯანმრთელობისა და ველნეს-ბაზარი სწრაფად იზრდება - რომელი კომპანიებია გლობალური ბაზრის ძირითადი მოთამაშეები
„სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევები იშვიათობაა“
მინისტრმა რომში, ვენურ-ლიმფური გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გმო მარკერები აღარ ფიქსირდება