მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.

ბაზრის პირველი კვარტლის სტატისტიკას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევა 731,140 ადამიანს აქვს, წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 710,070 იყო.

იგივე უწყების მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევის 720 944 მოქმედი პოლისი იყო, რაც მოსახლეობის 19%-ს შეადგენდა.

2024 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 212 მლნ. ლარი იყო. ბაზრის ლიდერი ისევ ჯიპიაია 28%-იანი წილით.

2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.