სადაზღვევო კომპანიებმა მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებების გაკეთება დაიწყეს. კერძოდ, ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული მიზეზით გამოეთიშნენ კორპორატიულ დაზღვევას, სთავაზობენ ინდივიდუალური დაზღვევის შეძენას უცვლელი პირობებით. ამ შეთავაზებით სარგებლობ მომხმარებელს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ინდივიდუალური პაკეტის შეძენის გადაწყვეტილებას კორპორატიული დაზღვევის დაკარგვიდან ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.

ამის შესახებ Jandacva.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.

„კარგი რამე მოხდა. კომპანიებმა დაიწყეს ინდივიდუალური პაკეტების უცვლელი პირობებით შეთავაზება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც, კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში, გარკვეული წლების განმავლობაში აზღვევდნენ და რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით დაკარგეს კორპორატიული დაზღვევა - მაგალითად, შეიცვალეს ან დაკარგეს სამსახური, ან დამსაქმებელმა აღარ დააზღვია. კომპანიები იცნობენ თავიანთ მომხმარებელს და ამიტომაც შემოიღეს ეს სიახლე. არცერთ სადაზღვევოს არ სურს მომხმარებლის დაკარგვა და ეძებენ სხვადასხვა გზას მათ შესანარჩუნებლად,“- განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა. 


მისი თქმით, ზოგადად, ინდივიდუალური დაზღვევა მცირე ნაბიჯებით იზრდება, რაც ბუნებრივია იმ პირობებში, როცა ის არ არის ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. 

ცნობისთვის: დღეს ქვეყანაში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 50 ათასამდე მოქმედი პოლისია.

Jandacva.ge