სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით "ბაკურიანი ციდას" წყლის დალევის შემდეგ რამდენიმე ათეული ბავშვი მოიწამლა, განმარტებებს აკეთებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთან მხოლოდ ერთი ბავშვი შეიყვანეს, რომლის ინტოქსიკაციის მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.
"იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშიინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ცნობები, რომელთა თანახმად "ბაკურიანი ციდას" წყლის დალევის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ამ ცნობას დაემატა ინფორმაცია იგივე მიზეზით 120 ბავშვის მოწამვლის შესახებ.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, რომელიც წყალ "ბაკურიანი ციდას" აწარმოებს, ფაქტზე განმარტება მალევე გააკეთა და აღნიშნა, რომ გადამოწმდა კონკრეტული მაღაზიიდან აღებული წყლის ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, კომპანიამ შეამოწმა ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და მათში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. სააგენტოს ცნობით, მათი ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.
ამავდროულადმ უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება