2025 წელს შიდსით დაავადების 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 53 ერთეულით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. 


სტატისტიკის თანახმად, შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 11 568 ერთეულით განისაზღვრა. 2025 წელს შიდსით 150 პირი გარდაიცვალა.

აივ ინფექცია-შიდსის რიცხოვნობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ძირითადად მცირდებოდა, მცირედი ზრდა კი მხოლოდ 2022 და 2024 წლებში აღინიშნა. რაც შეეხება ტუბერკულოზს, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 7.3 პროცენტით შემცირდა. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 12.9 პროცენტით იკლო და 1 142 შეადგინა.