ქვეყანაში საექთნო პერსონალის შემცირების ტენდენცია გრძელდება.  საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში საექთნო პერსონალის რიცხოვნობა 21 262-ს შეადგენდა. წინა წლების მაჩვენებლები კი ასეთია:

2024 წელი - 21 656

2023 წელი - 21 823

2022 წელი - 22 391

საქსტატს მოჰყავს ცალკე ბებიაქალების (ახალი ტერმინოლოგიით - „მეანი ექთანი“) სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2025 წელს ამ პერსონალის რაოდენობა 340 იყო. წინა წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო წლებში ამ პროფესიის ადამიანების რაოდენობა შემცირებულია:

2024 წ.  -  348

2023 წ.  -  355

2022 წ.  - 362


ექთნების რაოდენობის სტატისტიკა კი ასეთია:

2025 წ. - 20 922

2024 წ. - 21 308

2023 წ. - 21 468

2022 წ. - 22 029

რაც შეეხება ექიმებს, შემცირების ტენდენცია ამ მიმართულებითაცაა: საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანას 22 491 ექიმი ჰყავდა, 2024-ში - 24 139, 2023-ში - 24 428, 2022-ში კი - 23 908.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ექთნების დეფიციტი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. მიზეზად სფეროს წარმომადგენლები დაბალ ანაზღაურებას და ამ პროფესიის ნაკლებ მიმზიდველობას ასახელებენ.