კიბოს სკრინინგის მაჩვენებლები შემცირებულია. საქსტატის მონაცემების თანახმად, სკრინინგზე მიმართვიანობის 2025 წლის მაჩვენებლები, რომლებიც წინა წელს ყველა მიმართულებით მზარდი იყო, დაკლებულია. გამონაკლისი მხოლოდ ძუძუს კიბოს სკრინინგია.


აღსანიშნავია, რომ მიმართვიანობა მზარდი იყო წინა წლებშიც, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში უმნიშვნელო კლება ფიქსირდებოდა.


საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ძუძუს სკრინინგი 73 669-მა ქალმა ჩაიტარა - 2024 წელს ეს მაჩვენებელი  65 521 იყო. 

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 51 885-მა ქალმა გაიარა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 58 665-ს შეადგენდა. 


კოლორექტული კიბოს სკრინინგი კი 10 101 -მა პირმა ჩაიტარა. 2024 წელს ეს მონაცემი  11 229 იყო.