მოსახლეობის 54,5 პროცენტი ინტერნეტს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიებისთვის იყენებს. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება - შარშან, იგივე პერიოდის (ივნისი) მონაცემებით, სამედიცინო თემატიკის მიზნით ინტერნეტი მოსახლეობის 52,1%-მა მოიხმარა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 47,2%-მა.
წლევანდელი მონაცემების თანახმად, ჯანმრთელობის საკითხებით დაინტერესებულ ინტერნეტ-მომხმარებელთა შორის უმრავლესობა, 62,5 % ქალია, 45,3 % კი კაცი.
ყველაზე ხშირად (97%) მოქალაქეები ინტერნეტში სოციალური ქსელების გამოყენების ან აუდიო-ზარების განხორციელების მიზნით შედიან, ონლაინ ახალი ამბებით კი 49 %-ია დაინტერესებული.





