დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ბათუმში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით გამართულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების უწყებათაშორის პრაქტიკულ საველე სწავლებაში „NEXUS GEORGIA 2026“ - მიიღეს მონაწილეობა.

სწავლების ფარგლებში, ზღვაში გემზე განვითარებული ბიოლოგიური ინციდენტის სცენარის შესაბამისად, მოხდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული რეაგირების ღონისძიებების დემონსტრირება. სწავლებაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დაგეგმარებით-მოსამზადებელ, სიმულაციური სცენარის შექმნასა, და სავარჯიშოს პრაქტიკულ განხორციელებაში მონაწილეობდნენ.

აღნიშნული სწავლება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების, ასევე ქბრბ ინციდენტებზე ეპიდემიოლოგიური რეაგირების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

NEXUS GEORGIA 2026-ში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცენტრის პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერების, ასევე ქბრბ ინციდენტებზე ეფექტიანი სამედიცინო რეაგირებისთვის მზადყოფნის ამაღლების მიმართულებით.NEXUS GEORGIA 2026-ში ქბრბ უსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მათ შორის — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სწავლებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდა.