სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რომელიც მიზნად ისახავს მხარდაჭერას, მკურნალობის დაფინანსებას და ბავშვთა სიმსივნეების შესახებ საჭირო ინფორმაციის გავრცელებას და ბრძოლას ბავშვების გადარჩენისთვის.

ამ დღეს ეხმაურება ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელა," სადაც იმედს გამოთქვამენ, რომ 2030 წლისთვის, კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისთვის 60%-იანი გადარჩენის მაჩვენებელი იქნება მიღწეული. 

"ბავშვებს არ უნდა სტკიოდეთ! ტკივილის გაყუჩება 21-ე საუკუნეში ყველგან უნდა იყოს შესაძლებელი. იმისთვის, რომ მძიმე სენით დაავადებულმა ბავშვებმა, ღირსეულად გაატარონ სიცოცხლე, პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებებს, მათ შორის ჰოსპისებს, მუდმივად უნდა ჰქონდეთ დაფინანსება.

მადლობას ვუხდით სიმსივნით დაავადებული ბავშვების მშობლებს დაუღალავი ბრძოლისთვის და ამ ბრძოლის შედეგად იმედისთვის, რომ 2030 წლისთვის, კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისთვის 60%-იანი გადარჩენის მაჩვენებლის მიღწევა იქნება შესაძლებელი," - აცხადებენ "ციცინათელაში."