დიდი ბრიტანეთის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფინანსური დანაზოგის კეთების ჩვევა რეგულარული ადამიანებს კომფორტულ და რეგულარულ ძილში ეხმარება.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი მონაცემებით, ბრისტოლის უნივერსიტეტის პირადი ფინანსების კვლევის ცენტრის მეცნიერების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ფულის ეკონომია და დანაზოგის გაკეთება ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და ადამიანებში ოპტიმიზმს აძლიერებს.
კვლევის შედეგად, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ თანხების დაზოგვა ადამიანებში ფინანსურ საკითხებზე შფოთვას ამცირებს, რადგან ვალებთან დაკავშირებულ პრობლემებს არიდებს თავიდან. ამასთან, დანაზოგის კეთების ჩვევა ადამიანებს ეხმარება, შესაძლო გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის მომზადებულები იყვნენ.
კვლევაში ნათქვამია, რომ მცირე თანხის ყოველთვიური გადადებაც კი დადებითად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შედეგად, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დანაზოგის გაკეთება კომფორტული და მშვიდი ძილის საწინდარია.
ბიბისის მონაცემებით, ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში საბანკო დეპოზიტებზე დაწესებული სარგებელი 3-დან 5%-მდეა და აგვისტოდან შესაძლოა, ეს განაკვეთი შემცირდეს.