მინისტრის განცხადებით, ინსულინის მიწოდების შეფერხების მიზეზი Novo Nordisk-ის მიერ ხელშეკრულების დარღვევაა
კონკრეტული წარმოების
ინსულინის მოწოდების
პრობლემები მწარმოებელი
კომპანიის მიერ
შეთანხმების პირობების
დარღვევის შედეგია. ეს
განმარტება ჯანდაცვის
მინისტრმა იმ
ინფორმაციების საპასუხოდ
გააკეთა, რომელთა თანახმად,
ქვეყანაში დანიური
კომპანია „ნოვო
ნორდისკის“ წარმოებული
ინსულინის „ნოვორაპიდის“
დეფიციტია.რამდენიმე დღეა,
პრობლემის შესახებ
დიაბეტით დაავადებული
ბავშვების მშობლების
ნაწილი საუბრობს და
სოციალურ ქსელებში წერს,
რომ მათი შვილებისთვის
დანიშნული ინსულინის
გაცემაზე ჯანდაცვის
სამინისტრომ უარი
თქვა.მინისტრი კი
აღნიშნავს, რომ პრობლემა
ქართული მხარის
ბრალეულობით არ შექმნილა
და ქვეყანას აქვს
ალტერნატიული
მედიკამენტი, რომლითაც
პაციენტები შეძლებენ
„ნოვორაპიდის“
ჩანაცვლებას. მისივე თქმით,
მშობლები ამის შესახებ
გაფრთხილებულები
არიან.„უპირველესად
აღვნიშნავ, რომ დიაბეტის
მქონე ყველა ადამიანი
საქართველოში, მათ შორის და
უპირველესად ბავშვები -
სრულად არიან
უზრუნველყოფილნი ფრანგული
კომპანიის „სანოფი
ავენტისის“ ინსულინით. ამ
თვალსაზრისით რაიმე
პრობლემა არ არსებობს და ეს
არის საშუალება, რომელსაც
მოიხმარს ევროპის არაერთი
განვითარებული
სახელმწიფო. ხაზგასმით
აღვნიშნავ, რომ რაიმე
შეფერხება ამ საშუალებით
პაციენტების
უზრუნველყოფაში არც
შექმნილა, არც დღეს
არსებობს და არც შეიქმნება
ახლო მომავალში...არსებობს
საკმაოდ პოპულარული მეორე
ინსულინი, რომელსაც
აწარმოებს დანიური
კომპანია „ნოვო ნორდისკი“.
წელს 14 აპრილის
ხელშეკრულება
გვაკავშირებს ამ
კომპანიასთან. სამწუხაროდ
კომპანიამ პირველ ჯერზე
ყოველგვარი ახსნის გარეშე
დაარღვია ხელშეკრულება და
მოგვაწოდა დაგეგმილთან
შედარებით ბევრად ნაკლები
პრეპარატი და ისიც -
დაგვიანებით. დღემდე ეს
ვალდებულება მათი მხრიდან
შეუსრულებელია. იქიდან
მოყოლებული, არსებობს
შესრულების
პრობლემა.განვიხილავდით
მათ მიერ შემოთავაზებულ
ყველა შესაძლო ვერსიას,
თუმცა დღემდე,
დასაწყისიდან მოყოლებული,
ეს კომპანია უხეშად
არღვევს ნაკისრ
ვალდებულებებს.
სამწუხაროა, მაგრამ მიწევს
ამის აღნიშვნა. ჩავთვალეთ,
რომ ეს შეიძლება ყოფილიყო
მენეჯმენტის შედარებით
დაბალი რგოლების მიზეზით
გამოწვეული, რომლებიც
„ოზემპიკის“ რეალიზაციით
უფრო მეტად არიან
დაკავებულები, რის გამოც
გვქონდა კომუნიკაცია
კომპანიის მაღალ
ხელმძღვანბელობასთან.
პირადად გავემგზავრე და
შევხვდი მათ ოქტომბერში.
ისინი ჯერ ოქტომბერში
დაგვპირდნენ, რომ ნოემბრის
დასაწყისში მოხდებოდა
მარაგის შევსება და მათი
მხრიდან ვალდებულებების
შესრულება. ახლაც, დღესაც
იწერებიან და ამბობენ, რომ
უახლოეს დღეებში მოხდება
დარჩენილი რაოდენობის
მოწოდება. მიუხედავად
ამისა, დღემდე მათი მხრიდან
ვალდებულება არ არის
შესრულებული. ჩვენ
ვითვალისწინებთ მათი
პროდუქციის მიმართ ტიპი
ერთი დიაბეტის მქონე პირთა
მშობლების კეთილგანწყობას
და ვცდილობთ, არ მივიღოთ
ხისტი გადაწყვეტილება,
ვიმეორებ: მხოლოდ უშუალოდ
პაციენტებისა და მათი
მშობლების ინტერესების
გათვალისწინებით. რაც
შეეხება ცალკეული
ადამიანების მცდელობებს,
რომ გამიზნულად
დამახინჯებული
ინფორმაციის გავრცელებით
ხელოვნურად შექმნან
აჟიოტაჟი ამ საკითხის
ირგვლივ, რომ შემდეგ ვინმემ
ეს აჟიოტაჟი პოლიტიკური
სპეკულაციბის საბაბად
გამოიყენოს, კიდევ ერთხელ
ვაცხადებ: დღეს
საქართველოში არცერთი
ბავშვი არ არის დარჩენილი
ინსულინის გარეშე, როგორც
ამის წარმოჩენას ცდილობენ
ზოგიერთები. ამის რისკიც კი
გამორიცხულია,. მიუხედავად
იმისა, რომ ამის შესახებ
ცალსახად ინფორმირებულები
არიან მშობლები, მათ შორის
იმის შესახებ, რომ
„სანოფის“ მედიკამენტზე
ხელმისაწვდომობას
არავითარი რისკი არ
ემუქრება, რომ
მედიკამენტის
ჩანაცვლებასთან
დაკავშირებით ყველა ექიმი
მზად არის ჩაერთოს
მართვაში და ამაში
სამინისტროა ჩართული,
იციან, რომ საუბარია ძალიან
მაღალი ხარისხის
მედიკამენტზე,
გადავწყვიტეთ, რომ მათ
უფლება აქვთ, ამ ცვლილების
მოსალოდნელობის შესახებ
ცოდნოდათ წინასწარ. ამის
მიუხედავად, ზოგიერთი
მათგანი ამბობს, რომ
სახელმწიფომ შეწყვიტა
ინსულინის მოწოდება. ესაა
ტყუილის შეგნებულად
გავრცელება,“ - განაცხადა
მიხეილ სარჯველაძემ.მისი
თქმით, თუ რომელიმე
პაციენტს დასჭირდება
კონსულტაცია მედიკამენტის
ცვლილებასთან
დაკავშირებით, ამისთვისაც
სახელმწიფო მომზადებულია
და პრობლემა არავის არ
შეექმნება.„ნოვო
ნორდიკსის“ შესახებ
საუბრისას, მინისტრმა
აღნიშნა, რომ შესაძლოა,
გართულდეს ურთიერთობა
ისეთ კომპანიასთან მასთან,
ვინც ნომერ პირველ
ინტერესად ქართველ
პაციენტს არ განიხილავს.
მისივე თქმით, ქართული
მხარე ეცდება, ნებისმიერი
გაურკვევლობა გადაწყდეს
ისე, რომ ქართველი
პაციენტებისთვის
მედიკამენტების მიწოდება
გაგრძელდეს.