მიმდინარე წლის აგვისტოში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასები 5.2 პროცენტით გაიზარდა, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. წინა თვესთან შედარრებით ფასების ზრდამ 0.6 % შეადგინა.
მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
ფასები ერთ წელიწადში გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4 პროცენტი). საავადმყოფოების მომსახურებაზე ფასები არ შეცვლილა.
რაც შეეხება ცალკეული მომსახურებების ფასთა ცვლილებას, წლიურ ჭრილში დაახლოებით 4%-ით გაძვირდა სტომატოლოგიური მომსახურება, კბილის ამოღება 6,5%-ით, ექოსკანირება 3 %-ით, თერაპევტის კონსულტაცია - 2%-ით.
2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.





