თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი დამატებითი კვლევის დაფინანსება დაემატება, რომელსაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნას გახდის შესაძლებელს, - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნულ პროექტში ჩაერთვებიან, ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის, C და B ჰეპატიტისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რომელსაც თბილისის მერია სრულად დააფინანსებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეესტრის შექმნა იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აღნიშნული მიმართულებით გარკვეული საჭიროებები გააჩნია.
ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, საქართველოში ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს პაციენტისა და მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან, გარკვეულწილად, მათ ფინანსურ და ემოციურ ტვირთს შეუმსუბუქებს.
საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა, ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ხორციელდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები გასული წლის ბოლოს იმყოფებოდნენ ჩვენს ქვეყანაში და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მერიაში შეხვედრები გამართეს. იყო მსჯელობები, მოხდა შეთანხმება თუ რა უნდა გაკეთდეს და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად მოხალისე დონორთა ბაზის არსებობა ხდება საჭირო, ამისთვის კი, აუცილებელია პოტენციური დონორების კვლევა. კერძოდ, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის (HLA), C და B ჰეპატიტის და სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რასაც მერია სრულად დააფინანსებს.
ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკში ჩასართავად, მსურველებმა აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად, თბილისის მერიას შესაბამისი საბუთებით უნდა მიმართონ.
ჩემი თხოვნა იქნება, მთავრობს სხდომის შემდეგ კიდევ უფრო გავშალოთ თემა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ჰქონდეს აღნიშნულ პროექტთან ინფორმაცია, სად უნდა მოვიდნენ, ვისაც სურვილი აქვს, როგორ უნდა ჩაერთოს აღნიშნულ ბანკში და მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა კალაძემ
კახა კალაძე - საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შეიქმნება - შესაბამის კვლევებს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს

2024 წელს ევროკავშირიდან ფარმაცევტული პროდუქტებისა და წამლების ექსპორტი 13,5%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით და 313,4 მილიარდი ევრო შეადგინა. იმპორტმა კი მხოლოდ 0,5%-იანი ზრდა აჩვენა და 119,7 მილიარდი ევროთი განისაზღვრა. შესაბამისად, 2024 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბალანსმა წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის მიმართულებით 193,6 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.ევროკავშირის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან გერმანია (67,9 მილიარდი ევრო), ირლანდია (56,6 მილიარდი ევრო) და ბელგია (41,4 მილიარდი ევრო).რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, ესაა აშშ (38%), შვეიცარია (16,4%) და დიდი ბრიტანეთი (5,8%).იგივე ჩამონათვალია იმპორტის კუთხითაც.
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.„Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე.EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ კომპანიას, მათ შორის არიან სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა საბანკო საქმე, აუდიტი, მედიცინა, ფარმაცია, დაზღვევა, ტურიზმი, სტუმართ-მასპინძლობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს.ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა და ასოციაციის მმართველმა გუნდმა დაათვალიერეს PSP ფარმას საწყობი. PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ სტუმრებს გააცნო საწყობის სტრუქტურა, მედიკამენტების და პარაფარმაცევტული პროდუქტების მიღება, დახარისხება, დასაწყობება, შეკვეთის ფორმირება, კონტროლი და გაცემის პროცესების მართვის სისტემები და პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილ ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციები, საწყობის GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობისა და მართვის მეთოდები.PSP-ს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილემ გიორგი გლუნჩაძემ სტუმრებს მოკლედ კომპანიის 30 წლიანი ისტორია და მიღწევები გააცნო.სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტანდარტით მოწყობას, საწყობის ციფრულ და ტექნოლოგიურ აღჭურვას. ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომხმარებლებისთვის, რადგან ამ საწყობის დათვალიერებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ მომხმარებელი უსაფრთხო პროდუქტს იღებს.“უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზემეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება.
წონის კლების ინექციები მსოფლიოს იპყრობს - სპეციალისტები კი ამ ტენდენციის გვერდით, საშიშ მოვლენებზე საუბრობენ.თემაზე თურქული გამოცემა medimagazin.com წერს და აღნიშნავს, რომ ამ მეთოდმა პოპულარობა სოციალური ქსელებისა და ცნობილი ადამიანების დამსახურებით მოიპოვა, თუმცა უკონტროლო გამოყენების შედეგად ეს ინექციები სერიოზული გვერდითი ეფექტების მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა. ამ გვერდით მოვლენებს შორისაა კუნთოვანი მასის დაკარგვა სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, ასევე სახის „ჩამოშლა.“თუმცა საფრთხე ამით არ შემოიფარგლება. ექსპერტები ამბობენ, რომ წონის კლების ინექციების უკონტროლო გამოყენება გზას უხსნის ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორებიცაა გულის რითმის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კუჭის ტკივილი, კუნთების ატროფია და სხვა. ამ პრეპარატების სპეციალისტის ზედამხედველობის გარეშე გამოყენება უკავშირდება ისეთ რისკებს, როგორიცაა შაქრის დისბალანში სისხლში და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების გაუარესება. ენდოკრინოლოგის, პროფესორ ელა კესკინის თქმით, წონის კლების ინექციების უკონტროლო გამოყენება იწვევს „ჩამოკიდებული“ სახის ფორმას, რომელსაც უკვე ეწოდა „ოზემპიკის სახე.“„ამ ინექციებმა შესაძლოა, გამოიწვიოს კუნთების უეცარი დაშლა, შაქრის დაბალი დონე სისხლში და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები,“ - განაცხადა სპეციალისტმა. ასევე არსებობს რისკი, რომ ინექციებს შეუძლია გულის რითმის სიხშირის გაზრდა და არითმიის გამოწვევა.კარდიოლოგის, პროფესორ ფათიჰ მეჰმეთის განცხადებით, წონაში კლების ინექციების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს წნევის კლება და გულის შეკუმშვების სიხშირის გაზრდა. ამიტომ ექსპერტების მოწოდებაა, აიკრძალოს ამ ინექციების რეცეპტის გარეშე გაყიდვა. მათი თქმით, ამჟამად აღნიშნულ მედიკამენტებს ხშირად სხეულის წონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, შეუსაბამო დოზებით, უკონტროლოდ იღებენ. ამან კი, შესაძლოა, გააუარესოს პაციენტის როგორც ვიზუალური მხარე, ისე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ოზემპიკი“ საქართველოშიც პოპულარული მედიკამენტია. იმ შემთხვევაში, თუ მას პაციენტი აფთიაქის საშუალებით შეუკვეთავს, რეცეპტის ქონა აუცილებელია, თუმცა „შავ ბაზარზე“ მისი შოვნა თავისუფლად, რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი. პრეპარატის ღირებულება 450 ლარამდეა.

Pfizer-ი ჭარბი წონის სამკურნალო აბების კვლევას აჩერებს - მიზეზი ღვიძლის დაზიანების საფრთხეა. ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი გეგმავდა თავისი პრეპარატის კვლევის ახალ ეტაპზე გადატანას, თუმცა ეს გეგმები მას შემდეგ გადაიდო, რაც კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტს ღვიძლის დაზიანება აღენიშნა და ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს ცვლილელები პრეპარატის მიღებას უკავშირდება.ამერიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ექსპერიმენტული პრეპარატი დანუგლიპრონი დღეში ერთხელ მიიღება, თუმცა ახლა მკვლევრები პაციენტებისთვის ოპტიმალური დოზის განსაზღვრაზე მუშაობენ.Pfizer-ი აპირებდა, მედიკამენტი ტესტირების გვიანდელ სტადიაზე გადაეყვანა, რომელიც, როგორც წესი, გამოცდის ბოლო, ყველაზე ძვირადღირებული საფეხურია მანამდე, ვიდრე კომპანია მას სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს. Pfizer-ი გეგმავს, ჭარბი წონის სამკურნალო სხვა მეთოდებიც შეიმუშაოს, რომლებიც ტესტირების ადრეულ ეტაპზეა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის სიმსუქნის მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მომგებიანი სექტორია. მაგალითად, კომპანია Eli Lilly-ს Zepbound-ი, რომლის გაყიდვებიდანაც მწარმოებელი 2024 წლის მონაცემებით (რომელიც პრეპარატის ბაზარზე არსებობის პირველი სრული წელიწადია), 5 მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობს. მკურნალობის წამყვანი მეთოდები, როგორიცაა Novo Nordisk-ის Zepbound და Wegovy, ინექციის საშუალებით კეთდება. ამიტომ მწარმოებლები ცდილობენ ისეთი პრეპარატების შექმნას, რომელთა მიღება უფრო მარტივადაა შესაძლებელი. ეს იმ პაციენტებისთვის კეთდება, რომლებსაც ინექციების კეთება არ სურთ.ახლახანს Lilly-მ და Novo-მ განაცხადეს ფასების შემცირების შესახებ, თუმცა ჭარბი წონის მკურნალობისთვის საჭირო თვიური დოზები ჯერ კიდევ ასობით ევრო ჯდება.
„შეიძლება, მოსალოდნელი იყოს“ - მინისტრი დაზღვევის დაშენებული პაკეტების ამოქმედებაზე
ქვეყანამ ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის გეგმა მიიღო - რა წერია დოკუმენტში
ევროკავშირიდან ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტი 13,5%-ით გაიზარდა და 313 მილიარდ ევროს გადააჭარბა
მიხეილ სარჯველაძემ სარეაბილიტაციო სერვისების საკითხებზე შეხვედრა გამართა
"კლინიკების 99%-ს ეს თანხები გადახდილი არ აქვს" - როგორ ხვდება ჰოსპიტალური სექტორი სამინისტროს შეთავაზებას