ამინდი არის ფაქტორი. რეაქცია — ბიოლოგია. ადაპტაცია — ჩვენი სტრატეგია.
ეს პროგნოზი წარმოადგენს კლიმატურ-ფიზიოლოგიური ადაპტაციის ანალიტიკურ მიმოხილვას, რომელიც ეფუძნება მიმდინარე მეტეოპარამეტრებისა და ბიომეტეოროლოგიური ინდექსების შეფასებას. იგი არ ცვლის ექიმის
კონსულტაციას, თუმცა საშუალებას იძლევა წინასწარ შეფასდეს გარემო პირობების შესაძლო გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
გავლენა ორგანიზმის ძირითად სისტემებზე
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ყველაზე მეტი ყურადღება საჭიროა 18 მაისს და ნაწილობრივ 22–24 მაისს.
ძლიერი ქარი და ატმოსფერული წნევის ცვლილებები ზრდის სისხლძარღვთა
რეაქტიულობას. შესაძლებელია:
არტერიული წნევის მერყეობა
პულსის აჩქარების შეგრძნება
დაღლილობა ხანგრძლივი აქტივობისას
ნერვული სისტემა
ქარისა და მაღალი UV ფონზე იზრდება ნერვული სისტემის დაძაბვა. 18 მაისს
და 21–22 მაისს ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა გამოვლინდეს:
გაღიზიანებადობა
შიდა მოუსვენრობა
კონცენტრაციის დაქვეითება
დღის ბოლოს გადაღლა
სუნთქვის სისტემა
კვირის დასაწყისში ჰაერის ხარისხი სრულად კომფორტული არ არის. ქარი ნაწილობრივ ამცირებს ჰაერის „დაგუბებას“, თუმცა PM2.5 და ურბანული მიკრონაწილაკები მაინც რჩება მნიშვნელოვანი ფაქტორი მგრძნობიარე
ადამიანებისთვის. 21–24 მაისს ნესტიანი ამინდი ზრდის ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების
ალბათობას.
ძილი და აღდგენა

ყველაზე სტაბილური აღდგენითი ფონი მოსალოდნელია 19–20 მაისს.
18 მაისს და კვირის ბოლოს ძილი შესაძლოა იყოს უფრო ზედაპირული, განსაკუთრებით ქარისა და თბილი საღამოს ფონზე.
კვება
ამ კვირაში ორგანიზმს სჭირდება მინერალური ბალანსის და სითხის რეგულაციის მხარდაჭერა.
ამ კვირაში განსაკუთრებით სასარგებლოა:
• წყლით მდიდარი ბოსტნეული (კიტრი, ყაბაყი, სალათის ფურცლები)
• მწვანილები
• თევზი და მსუბუქი ცილოვანი კერძები
• მაწონი და ფერმენტირებული პროდუქტები
• ლიმონიანი ბოსტნეულის სალათები
ამ კვირის საინტერესო აქცენტი:

• ტარხუნა და პიტნა — ქარის ფონზე ვეგეტატიური სისტემის დასაბალანსებლად
• გარგარი ან ატამი მცირე რაოდენობით — კალიუმისა და სითხის რეგულაციისთვის
ნაკლებად სასურველია:
• ზედმეტად მარილიანი საკვები
• მძიმე ხორციანი ვახშამი
• ალკოჰოლის ხშირი მიღება თბილ საღამოებში
სასმელები
ქარიანი და თბილი ამინდი ხშირად იწვევს ფარულ დეჰიდრატაციას, ამიტომ ამ კვირაში რეკომენდებულია:
• მინერალური წყალი
• წყალი პიტნით
• ცივი ჰიბისკუსის ჩაი დღის პირველ ნახევარში
• გვირილას ჩაი საღამოს
18 მაისს და ქარიან დღეებში სასარგებლოა:
• ელექტროლიტური ბალანსის მხარდაჭერა
• წყლის მიღება მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში
ნაკლებად სასურველია:
•ენერგეტიკული სასმელები
•ლიმონათი
•ყავა ცარიელ კუჭზე
დღიური სითხე: 1.8–2.3 ლიტრი
ფიზიკური აქტივობა
საუკეთესო დღეები აქტივობისთვის:
19–20 მაისი
23 მაისის პირველი ნახევარი რეკომენდებულია:
• სწრაფი სიარული
• იოგა / პილატესი
• ფუნქციური მსუბუქი ვარჯიშები
• სუნთქვითი პრაქტიკები
18, 22–24 მაისში უკეთესია:
• დატვირთვის შემცირება
• დახურულ სივრცეში ვარჯიში
• გაჭიმვები და აღდგენითი მოძრაობა
საუკეთესო დრო: დილა 8:00–11:00 ან საღამოს 18:30-ის შემდეგ
ვიტამინები და მინერალები
ამ კვირაში აქცენტი კეთდება სითხის, ნერვული რეგულაციისა და ანტიოქსიდანტური დაცვის მხარდაჭერაზე.
სასარგებლოა:
• მაგნიუმი
• ომეგა-3
• ვიტამინი C მცირე დოზით
• კალიუმით მდიდარი საკვები
• B ჯგუფის ვიტამინები
ამ კვირის სპეციფიკური დამატება:
• ქლოროფილით მდიდარი მწვანე პროდუქტები
• მცირე დოზით ზღვის მინერალები
ველნეს პროცედურები
ამ კვირაში ყველაზე ეფექტურია გაგრილება და ნერვული სისტემის სტაბილიზაცია.
18–20 მაისი
• დრენაჟული მასაჟი
• კონტრასტული შხაპი მოკლე ფორმატში
• სუნთქვითი რელაქსაცია
21–24 მაისი
• თბილი აბაზანები
• არომათერაპია (ლავანდა, პიტნა)
• ჰალოთერაპია
• მსუბუქი საუნა მოკლე სესიებით
ნაკლებად სასურველია:
• ხანგრძლივი სითბური პროცედურები
• მძიმე დეტოქს პროგრამები
• ინტენსიური სპორტული დათვირთვა
შეზღუდვები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
• 18 მაისს ქარის ფონზე გადაღლის თავიდან აცილება
• მაღალი UV-ის საათებში მზის პირდაპირი ზემოქმედების შეზღუდვა
• მეტეომგრძნობიარე პირებისთვის წნევის კონტროლი
• ეკრანთან ხანგრძლივი მუშაობის შემცირება საღამოს საათებში
• რეგულარული ძილი — მინიმუმ 7–8 საათი
კვირის ველნეს ფოკუსი
ეს კვირა არის ენერგიის სწორად განაწილების კვირა.
ორგანიზმი ყველაზე კარგად რეაგირებს:
სტაბილურ რეჟიმზე;
წყლის ბალანსზე;
ზომიერ მოძრაობაზე;
ქარისა და გადაღლისგან დაცვაზე.
კვირის დასაწყისში საჭიროა ენერგიის დაზოგვა,ხოლო შუა პერიოდში — რესურსების რბილი გააქტიურება.
ავტორი: მიხეილ ქოჩიაშვილი, ექიმი, საერთაშორისო ველნეს ექსპერტი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, შინაგან დაავადებათა კოლეგიის საპატიო წევრი





