თანხა დევს, არსებობს ყველანაირი პირობა და ინფრასტრუქტურა, თუმცა  ათვისება არ არის - ამ შინაარსის განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე საუბრისას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ, სკრინინგის პროგრამებზე არსებულ, დაბალ მიმართვიანობაზე საუბრისას განაცხადა. 
 
„მე ვეხები იმ მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა სკრინინგი. მივმართავ მოსახლეობას - სისტემა მთლიანად მზადყოფნაშია და ყველაფერი გაკეთებული გვაქვს თავისი მაღალკვალიფიციური ექიმებით, აპარატურით, ინფრასტრუქტურით, ბიუჯეტით.  რა გვიშლის ხელს, რომ გამოვასწოროთ ეს კატასტროფული მაჩვენებელი - 12-13%, რომელიც არაფერს არ ნიშნავს. ეს ფული ტყუილადაა ჩაყრილი, თუ მაჩვენებელმა 70%-ს არ მიაღწია. 

რამდენი ხანია, ვაყენებთ ამ საკითხს. სად გვაქვს პრობლემა - თუ პირველი რგოლის ექიმებს გეხებათ, მე მომხრე ვიქნები, თქვენი ხელფასი პირდაპირ მიბმული იყოს ამ მაჩვენებლის გაზრდაზე,“ - აღნიშნა ლადო კახაძემ, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ 
მიმდინარებს პრიველიადი ჯანდაცვის რეფორმა. კერძოს, მისი თქმით, დაწესებულებები, სადაც  არაა ვაქცინაციისა და სკრინინგის სათანადო მაჩვენებლები, ვერ გადადიან ახალ სისტემაზე, რომელიც გაზრდილ დაფინანსებას გულისხმობს. მისი თქმით, სკრინინგის პროგრამებში აქტიურადაა ჩართული ჯანდაცვის სამინმისტრო და ახლო მომავალში 
კომიტეტში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება, სადაც იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები იქნებიან ჩართულები. 
„სკრინინგში ჩადებული 1 ლარი ნიშნავს 10 დაზოგილ ლარს ონკოპროგრამაში,“ - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.