საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სიმსივნეების შედეგად 6 877 ადამიანი გარდაიცვალა - 2024 წელს ეს მონაცემი 5 720 იყო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ ესაა მეორე მიზეზი, რომლითაც ქვეყანაში ადამიანები ყველაზე ხშირად კვდებიან. 


სიმსივნეებით გარდაცვლილი 6 877 ადამიანიდან 6 594 მათგანს ავთვისებიანი კიბო ჰქონდა. მათ შორის კაცი  3 764, ქალი კი 2 830-ია. 

სიმსივნეებს შორის გარდაცვალების შემთხვევების მიხედვით ყველაზე ხშირი  არის ხორხის, ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეები - ამ მიზეზით შარშან დაიღუპა 900 კაცი და 157 ქალი. 
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით 8 კაცი და 647 ქალი გარდაიცვალა.

სიმსივნეებს შორის გავრცელებულია ღვიძლის, წინამდებარე ჯირკვლის,  შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის, საშვილოსნოს და სხვა სახების კიბო.

სულ ქვეყანაში შარშან  44 319 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 23 262 კაცი და  21 057 ქალი.