ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა 2,2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 
„ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.