15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც მკურნალობა დაასრულა, გამოჯანმრთელება მიულოცა. მინისტრმა სხვა ბენეფიციარებიც მოინახულა და მათი მკურნალობის პროცესს გაეცნო.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა სამინისტროს პრიორიტეტია - ამ მიზნით, გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ის პროგრამები, რაც მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ღონისძიებას ექიმები, ექთნები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და  „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდისდამფუძნებელი თინათინ ჩხვიმიანი ესწრებოდნენ.

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მხრიდან სრულად უფინანსდება.