"აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს ყოველგვარი გაცხადება, რომლითაც ცდილობენ, რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება", - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტული ჯგუფების განცხადებას, რომლითაც ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ ე.წ. საფრთხეებზე საუბრობენ. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული განცხადებები სამინისტროსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას. "ასეთი ტიპის განცხადებები ზოგიერთი ექსპერტისგან, ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებისგან, მომრავლდა ბოლო ხანებში მართლაც. იმდენად დაუსაბუთებელია ასეთი განცხადებები, ეს არ იქნებოდა საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტორი - ჯანდაცვაზეა საუბარი, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი ნიშანი არ არსებობს საიმისოდ, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება არსებობდეს ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. ყველაფერი რაც დაგეგმილია, ბუნებრივია ხორციელდება გეგმის გათვალისწინებით. საქართველოს ჯანდაცვა რა თქმა უნდა კვლავაცგანაგრძობს შემდგომ განვითარებას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძე - "ცდილობენ რაიმე ფორმით რეპუტაცია შეულახონ, ან პანიკა დათესონ მოსახლეობაში, თითქოს, ჯანმრთელობის დაცვის მათთვის გარანტირებულ უფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება"
ფარმაცევტულ გიგანტებს შორის კონკურენცია ძლიერდება. მიზეზი წონის კლების პირველი აბების გამოშვებაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.ეს წამლები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უფრო მარტივი ალტერნატივა დღეს გავრცელებულ ინექციურ მედიკამენტებთან შედარებით, რომლებიც პოპულარულ GLP-1 კლასის პრეპარატებთან ასოცირდება.აშკარა ხდება, რომ მომავალში ამ სექტორში შემოსავალი შეიძლება ასეულობით მილიარდი დოლარი იყოს, რადგან მოთხოვნა მატულობს და კომპანიები ცდილობენ შექმნან ეფექტიანი ტაბლეტები, რომლებიც შესანიშნავ კონკურენციას გაუწევენ ინექციებს. ძირითადი მოთამაშეები არიან:Eli Lilly – მისმა ორფლიგლიპრონმა კლინიკურ ტესტებში ადამიანის წონის დაახლოებით 12.4%-მდე შემცირება აჩვენა. ის მარეგულირებლის დამტკიცებას ელოდება. Novo Nordisk – გთავაზობს დაახლოებით 15% წონის დაკარგვას და ისიც მარეგულირებელ ორგანოშია დასამტკიცებლად.Structure Therapeutics, Merck, AstraZeneca, Roche, Viking Therapeutics და ა.შ. – ამ კომპანიებსაც აქვთ წონის კლების სხვადასხვა წამალი კლინიკურ ეტაპებზე, ზოგი უკვე იღებს დამაიმედებელ შედეგებს პირველად ტესტებში. ზოგიერთმა კომპანიამ კი, მაგალითად Pfizer-მა, შეწყვიტა ან შეცვალა ამ მიმართულებით განვითარების გეგმები, რისი მიზეზიც უსაფრთხოების საკითხებია.
საახალწლო საჩუქრების შესარჩევად ოჯახის ყველა წევრისთვის PSP-მ ძალიან საინტერესო შეთავაზებები მოგიმზადათ.საახალწლო საჩუქრების შერჩევა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის, PSP-ში მარტივი და სარგებლიანია. მსოფლიოს ცნობლი კოსმეტიკური, დერმატოლოგიური, პირის ღრუს და თავის მოვლის, საკვებიდანამატების, არომათერაპიის ბრენდების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანიდან შეარჩიეთ სასურველი პროდუქტები და მიიღეთ გრანდიოზული ფასდაკლება, შერჩეულ პროდუქციაზე კი - 70%-მდე.პრემიუმ კოსმეტიკის სასაჩუქრე ნაკრებები ყველა ქალისთვის სასურველი საჩუქარია. განსაკუთრებული ფასდაკლებები თქვენს საახალწლო საჩუქრების შოპინგს მეტ სიამოვნებას და სიხარულს შესძენს.ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ეტაპობრივად დამატებული შეთავაზებები რომ არ გამოგრჩეთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს კომპანიის ოფიციალურ გვერდს https://www.facebook.com/psp.ge.„30 წელზე მეტია, ჯერ კიდევ 1994 წელს, დავიწყეთ მოძრაობა სიმართლის, პროგრესისა და ჯანმრთელი მომავლისთვის; სწორედ ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ გარანტირებული ხარისხის პროდუქტებს საქართველოს ყველა კუთხეში და ყოველთვის საუკეთესო შეთავაზებებს.თითოეულის სურვილები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენი სანდო დასაყრდენი და მეგობარი ვიქნებით თქვენი კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე და თქვენთან ერთად გავიზიარებთ არჩევანზე პასუხისმგებლობას ან სრულადავიღეთ მას. ყველა პრობლემას ერთად გადავჭრით უკეთესი საქართველოსთვის, მომავლის საუკეთესო გამოცდილებებისთვის მოგზაურობაში ხელჩაკიდებულები“ - აცხადებენ PSP-ში.არ გამოტოვოთ ყველაზე საინტერესო და სარგებლიანი შეთავაზებები საახალწლო ნაკრებებსა და მრავალფეროვან ასორტიმენტზე PSP-ში!ისიამოვნეთ შოპინგით, აჩუქეთ სილამაზე და გაახარეთ ახლობლები მრავალფეროვანი უმაღლესი ხარისხის საჩუქრებით!
ბარსელონაში, ADCE-ს რიგით 34-ე დაჯილდოების გალა ცერემონიაზე ADCE Creative Week 2025, ევროპის 24 ქვეყნიდან წარდგენილ 653 ნამუშევრის შეფასების შედეგად, წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო ქართულმა კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” მოიპოვა.ADCE 2025 წლის გრან პრის, 2 ოქროს, ვერცხლის და სპეციალური პრიზის “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავის” მფლობელი გახდა Playmakers მიერ შექმნილი PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”.სპეციალური პრიზი “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავი” (იოჰანეს ნიურკლას ჯილდო) ენიჭება იდეებს, რომლებიც ასახავს ევროპულ ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიას, თავისუფლებას, სამართლიანობას დამშვიდობის პრომოციას.ყველა დისციპლინიდან ჟიურის ყველა წევრმა შეარჩია საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც ხელოვანებისთვის საკუთარი საქმიანობის დაბრუნების შესაძლებლობის მიცემით, პატიმრობის პირობებშიც კი, გახდა მდგრადობისა დათავისუფლების შესახებ მძლავრი განცხადება.ევროპის მასშტაბით შემოქმედებითი და დიზაინის საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად ADCE-მ ბარსელონაში 22 ევროპული ქვეყნის 60 წამყვანი კრეატორი შეკრიბა, რომელთაც ერთხმად აირჩიეს ნომინაციებში გამარჯვებულები.კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”, რომელიც PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი კამპანიისთვის კრეატიულმა სააგენტომ Playmakers-მა შექმნა, ფროდაქშენი კი “ენკენი ფილმსმა” განახორციელა, უკვე არაერთი ჯილდოს, მათ შორის AD Black Sea 2025-ის გრან პრის, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზის მფლობელია.ევროპის არტ-დირექტორთა კლუბი (ADCE) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 24 პროფესიულ კლუბსა და ასოციაციას აერთიანებს 23 ევროპული ქვეყნიდან, რომლის სათავო ოფისი ბარსელონაში მდებარეობს. წლევანდელიგამარჯვებულების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:https://adceurope.awardhub.org/winners/?_gl=1*1yiuyst*_gcl_au*NjkyOTg5ODUwLjE3NjM5NzIwNjc.
21–30 ნოემბერს, PSP მომხმარებლებს შავი პარასკევის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს. შოპინგის მოყვარულებისთვის ეს საუკეთესო დროა განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ თავის მოვლის, კოსმეტიკისა და ბავშვთა პროდუქტებზე, საკვებ დანამატებსა ჰიგიენის საშუალებების სრულ ასორტიმენტზე.შავი პარასკევის ფარგლებში, ყოველი დღე ახალ შეთავაზებას უდრის: -40%, - 50%, 60%, 70% და 80%-იანი ფასდაკლებები, ასევე საჩუქრები და სხვა ისეთი შესაძლებლობები, რომელიც შოპინგს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.თვალი ადევნეთ PSP-ს Black Friday შეთავაზებებს და იშოპინგეთ ყველაზე დიდი ფასდაკლებით.
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
მშპ-ს ზრდაში ჯანდაცვისა და სოცმომსახურეობის სფეროების წილი გაორმაგდა და 10%-ს გადააჭარბა
ჯანმო გრიპის ახალი ვარიანტის საფრთხეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვაქცინაცია საუკეთესო დაცვად რჩება
"კლინიკები ნოზოკომიური ინფექციების პრობლემას მალავენ"





