მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაჰბანას და გაეროს აზიისა და
წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ჩრდილოეთ და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, ნიკოლაი პომოშნიკოვს შეხვდა.


შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიას (UNESCAP) შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.


მხარეებმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მდგრადი განვითარების მიზნებზე, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ქალთა გაძლიერებაზე, დაბერების პოლიტიკასა და რეგიონული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.


მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზაობას, გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა გაეროს სტრუქტურებთან, რაც ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური სისტემების გაძლიერების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.