30-31 ოქტომბერს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სამედიცინო განათლების შესახებ ასეთი მასშტაბის კონფერენცია ტარდება.

ინდუსტრიული ინჟინერიის ასისტენტ პროფესორი ნოვას უნივერსიტეტიდან ანეშ ზუჩი აცხადებს, რომ ეს კონფერენცია მთელი მსოფლიოდან მაღალი დონის მკვლევრებს გააერთიანებს და განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მოწინავე ბიომარკერები, სმარტ მოწყობილობები, ახალი მოლეკულები და მედიკამენტები,