ჩინურმა კომპანია Innovent-მა იაპონურ კომპანია Takeda-სთან კიბოს მკურნალობის 11,4 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეთანხმების მიზანია, დაჩქარდეს იმუნო-ონკოლოგიური და ანტისხეულების წამლის კონიუგატური თერაპიის შემუშავება.

ხელშეკრულების თანახმად, „ინოვენტი“ „ტაკედას“ ერთ-ერთი განყოფილებისგან 1.2 მილიარდი დოლარის წინასწარ გადახდას მიიღებს. მას ასევე შეუძლია მიიღოს პოტენციური გადახდები, რომელთა ჯამური ღირებულება 10.2 მილიარდ დოლარამდეა, რაც გარიგების მთლიან ღირებულებას 11.4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.


Takeda-ს განყოფილება ასევე დათანხმდა 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას ინოვაციური მედიკამენტების შემქმნელ და მწარმოებელ ჩინურ კომპანიაში.

თანამშრომლობა ასევე ისახავს მიზნად Innovent-ის ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს გვიანი სტადიის პრეპარატის პოტენციალის შესწავლას.

Innovent-ის ინტერესის სფეროებია ონკოლოგია, ავტომუნური დაავადებები, მეტაბოლური და გულის–სისხლძარღვთა დაავადებები.