მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან მგალობლიშვილსა და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრს, ლაშა ქარდავას შეხვდა.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საჭიროებები განიხილეს. ისაუბრეს ადგილზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, უწყება, დევნილთა საჭიროებების უზრუნველყოფისთვის აქტიურად აგრძელებს მუშაობს.

შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და
ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

„მნიშვნელოვანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის იმ სერვისების მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს შეთავაზებული და ამ თვალსაზრისით უაღრესად დიდია ამ სერვისების ეფექტიანობის ზრდაზე სამშვიდობო პროცესების დამოკიდებულება,“ - განაცხადა მინისტრმა.