საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაშია.  დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

შეთანხმების თანახმად, მხარეები აცნობიერებენ რეგიონალურ და გლობალურ პასუხისმგებლობებს ეპიდემიების, ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტების, ჰუმანიტარული კრიზისების და ეროვნული/საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

თანამშრომლობის სფეროები შემდეგია: 
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაძლიერების მიმართულებით.
პირველადი ჯანდაცვა:
a) ურთიერთგამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების მიმართულებით;
b) სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების და გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მართვის მიმართულებით.

ჰოსპიტალური მენეჯმენტი:
a) თანამშრომლობის ხელშეწყობა ჰოსპიტლების მართვის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკის მიმართულებით;
b) გამოცდილების გაზიარება ჯანდაცვის ხარისხისა და აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვისა და კონტროლის მიმართულებით;
c) სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთგამოცდილების გაზიარება

ჯანდაცვის მომსახურების საჭიროებებზე დაფუძნებული დაგეგმვის, ორგანიზებისა და რეგულირების  გაძლიერების მიმართულებით.

ფარმაცევტული საშუალებები, სამედიცინო მოწყობილობები, სამედიცინო მასალები და კოსმეტიკური საშუალებები:
a) თანამშრომლობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება  ფარმაცევტული საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობების, სამედიცინო აღჭურვილობისა და კოსმეტიკური საშუალებების რეგისტრაციის მიმართულებით (მოიცავს მარეგულირებელ გარემოსაც);
b) სტრატეგიული თანამშრომლობა სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში ინოვაციური პრაქტიკის, რეგულირების და ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის წესების  მიმართულებით.

კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირება:
a) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე თანამშრომლობა ეპიდემიების, ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტების, ჰუმანიტარული კრიზისების და ეროვნული/საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების დროს;
b) კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მართვის ერთობლივი სასწავლო პროგრამების ორგინიზება.
ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემები:
a) თანამშრომლობა ჯანდაცვის და ფარმაცევტული საინფორმაციო სისტემების გაძლიერებისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით;
b) ციფრული ჯანდაცვის სფეროში, სახელმწიფოში, კარგი პრაქტიკის  გამოყენება და განვითაება.

საერთაშორისო თანამშრომლობის ღონისძიებები:
a) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა;
b) საჭიროების შემთხვევაში მემორანდუმების გაფორმება თანამშრომლობის სფეროებში.
c) კონფერენციებსა და სამეცნიერო შეხვედრებში ექსპერტთა მონაწილეობის ხელშეწყობა;

d) ჯანდაცვის სფეროში ექსპორტ-იმპორტის გასაუმჯობესებლად ფორუმების, გამოფენების, კონგრესების და ა.შ. ორგანიზება;

e) ჯანდაცვის პერსონალისთვის უნარების განვითარების მოკლევადიანი ტრენინგის ორგანიზება, საექსპერტო და საკონსულტაციო სერვისების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, ჯანდაცვის სფეროში ადამიანური შესაძლებლობების რესურსის გაზრდა;

f) ჯანმრთელობის ერთობლივი კვირეულების ორგანიზება;

g) სამედიცინო ტურიზმის  ხელშეწყობისა და განვითარებისთვის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება;

h) მკურნალობისა და კონსულტაციების პრაქტიკის განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში.

ინვესტირება ჯანდაცვაში:
სხვადასხვა საინვესტიციო მოდელებში, მათ შორის საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) ჯანდაცვის ინვესტიციების და სერვისების შესყიდვის შესაძლებლობებში გამოცდილების შესწავლა, განვითარება, განხორციელება და გაზიარება.

შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში იქნა მიღებული, ძალაში კი მიმდინარე წლის 27 ივნისიდან შევიდა.