ისრაელში შექმნილი ვითარების გამო, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ქვეყანაში შეჩერებულია გადაუდებელი და გეგმიური მომსახურებები.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებისთვის გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ახალნამშობიარევი ქალები, რომლებსაც გართულებების დაბალი რისკები აქვთ, მშობიარობიდან 12 საათში უნდა გაწერონ. სტანდარტულ პირობებში ეს ვადა 48 საათი იყო.
გაწერა მოხდება ახალშობილისა და დედის დეტალური შემოწმების შემდეგ.
„ერი, როგორც ლომი“ - ამ სახელწოდების სამხედრო ოპერაცია უკვე 11 დღეა, მიმდინარეობს. ამ პერიოდში ისრაელის საავადმყოფოებში 2835 დაშავებული შევიდა.
ამ ეტაპზე მათი უმეტესობა გაწერილია და კლინიკებში 200-მდე ადამიანი რჩება.
კლინიკების დატვირთულობის თავიდან აცილების მიზნით სამინისტრო დაშავებულების ახლობლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჰოსპიტალიზებულთა მონახულებისგან.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა საინფორმაციო პორტალი, რომელზეც განთავსებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერის მიმწოდებელი ცენტრების შესახებ.