გასულ წელს საქართველოში 2,5 მილიონი აშშ დოლარის პრეზერვატივების იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, იმპორტმა 61 ტონა შეადგინა. უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: რუსეთი, ლატვია და გერმანია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მონაცემები 2022 წლის მონაცემებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება - 2022 წელს ქვეყანაში 2,45 მილიონი დოლარის ღირებულების პრეზერვატივის იმპორტი განხორციელდა.
ამასთან, შემცირდა ექსპორტი - 2023 წელს ეს მაჩვენებელი 13,4 ტონა იყო (მილიონ დოლარზე ოცნავ მეტი), სულ საქსტატის მონაცემებში ორი საექსპორტო ბაზარი ფიგურირებს - სომხეთი და ბელორუსი.
წინა წელს მაჩვენებელი 23,75 ტონას შეადგენდა (1,8 მილიონი დოლარი).