თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 45–75 წლის თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.
პროგრამა ეხება ადამიანებს, რომლებიც არიან მწეველები ან მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში დაანებეს თავი.
სკრინინგის ფარგლებში ტარდება დაბალი დოზის კომპიუტერული ტომოგრაფია (LDCT), რომელიც შედარებით ნაკლები რადიაციული დოზით გამოირჩევა. არის სწრაფი, არაინვაზიური, უმტკივნეულო და ფილტვების დეტალურ გამოსახულებას იძლევა. სკრინინგის მთავარი მიზანია, ფილტვის კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, როდესაც მკურნალობა, როგორც წესი, უფრო ეფექტურია.
კვლევის შედეგებს აფასებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს რადიოლოგები, მათ შორის ვახტანგ შელია, ნუგზარ ლიპარტელიანი და გრიგოლ ნემსაძე.





