თანამედროვე ორგანიზაციებში ტრენდი გახდა, რომ მენეჯერებმა იზრუნო საკუთარ თავზე და საკუთარ, ასევე თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ კონსულტანტმა და ფსიქოლოგმა ლიკა კაპანაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა. 


მისი თქმით, თუ ადრე მენეჯერები ზრუნავდნენ იმაზე, რომ მათ თანამშრომლებს კარგი ოფისი და დასასვენებელი ადგილები ჰქონოდათ, ახლა აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ისინი ზრუნავენ თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე.

„ეს დროისგან მოტანილი ტრენდია, ყველამ დაინახა ამის საჭიროება, რადგან ცვალებად სამყაროში სხვანაირად ვერ გადარჩები,“ - აღნიშნა კაპანაძემ. მისივე თქმით, მენტალური ჯანმრთელობა აქტუალური გახდა თავად მენეჯერებში და ის მმართველები, როლებიც კარგად მუშაობენ და შესაბამის თანხასაც გამოიმუშავებენ, დიდ ფინანსებს ხარჯავენ როგორც მენტალურ ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. 


„ადამიანებმა დაიწყეს საკუთარ თავზე ზრუნვა. როცა საკუთარ თავზე ზრუნავ, სტრესულ პრიობებში შეგიძლია ადვილად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. 


ზრუნვაში მოიაზრება ის, რომ მრავალფეროვანი გახადო შენი ცხოვრება და მხოლოდ სამსახურზე, მხოლოდ ერთ ფაქტორზე არ იყოს მიჯაჭვული. ბევრი ადამიანი სხვადასხვა სფეროში იღებს ცოდნას, მიმართავს სპეციალისტს და მხოლოდ მეგობრებთან ურთიერთობით არ გამოდის სტრესული სიტუაციებიდან. ადამიანებმა ასევე დაიწყეს საკუთარ სხეულზე ზრუნვა, რადგან გააცნობიერეს, რომ ეს განაპირობებს მათ მენტალურ ჯანმრთელობასაც,“ - განაცხადა ლიკა კაპანაძემ

მისივე თქმით, თანამედროვე ცხოვრებაში ბევრი სტრეს ფაქტორი არსებობს, რომლებსაც სისტემატური და ხანგრძლივი ხასიათი აქვს, ეს კი ადამიანებზე ცუდად აისახება - მათში იმატებს შფოთვა, ეწყებათ კუნთების ტკივილი, დაძაბულობა. ამან, შესაძლოა, საუბარზეც კი მოახდინოს გავლენა. შესაბამისად, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა.