2024 წლის I კვარტალში საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთში მკურნალობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 15.2  ათასი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, ეს რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვიზიტების 2.9 პროცენტს შეადგენს. 


გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 16 ათასი იყო.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ზოგადად კი, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 642.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.