ადრეულ ასაკში ჰაერისა და აკუსტიკური დაბინძურება ადამიანებში ფსიქოლოგიური პრობლემების რისკს ზრდის. ამის შესახებ საუბარია ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ჰაერის დაბინძურებასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის კავშირს ეხება. 

კვლევის ფარგლებში, რომელიც ინგლისში, ორსულ ქალებზე გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, საბოლო ჯამში შესწავლილ იქნა 12 წლამდე ასაკის 9065 ბავშვი. 

მოგვიანებით, 13, 18 და 24 წლის ასაკში სპეციალისტები მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დააკვირდნენ ჰაერისა და ხმოვანი დაბინძურების დონის გათვალისწინებით, რომლის ზემოქმედების ქვეშაც მუცლად ყოფნის პერიოდში იმყოფებოდნენ. 

შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევის მონაწილეებს შორის დაახლოებით 19,5%-ს ჰქონდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, 11,4% დეპრესიას განიცდიდა, 9,7% კი - შფოთვით აშლილობას. 
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჰაერში მყარი წვრილი ნაწილაკების (PM2,5) მცირედით ზრდაც კი დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ განცდებთან და დეპრესიასთან. 

„ბავშვობა, მოზრდობის ასაკი და ზრდასრული ცხოვრების ადრეული პერიოდი არის კრიტიკული ეტაპები ფსიქიკური დარღვევების განვითარებისთვის,“ - ასეთია მკვლევარების დასკვნა.