ფინეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ადამიანების „ფრინველის გრიპის“ საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაიწყებს.

ქვეყნის ჯანბდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ მომავალი კვირიდან, პროფილაქტიკურ ვაქცინაციას შესთავაზებენ ყველას, ვისაც შეხება ჰქონდა შინაურ ფრინველთან სამსახურეობრივი ან სხვა ნებისმიერი სხვა მიზეზით.

ვაქცინას 18 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეები მიიღებენ.

სკანდინავიურმა ქვეყანამ ვაქცინები 10 ათასი ადამიანისთვის შეიძინა ავსტრალიური ბიოტექნიკოგიური კომპანია CSL Seqirus-ისგან, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 15 ქვეყნისთვის 40 მილიონი დოზის შეძენას ითვალისწინებს.

ბოლო წლებში, ფრინველის გრიპის შტამი H5N1 მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი შინაური ფრინველის სიკვდილის მიზეზი გახდა.

ერთ-ერთი ბოლო შემაშფოთებელი ინფორმაცია მექსიკიდან გავრცელდა, სადაც 59 წლის მამაკაცი ამ შტამით გარდაიცვალა. ეს იყო მსოფლიოში დაფიქსირებული პირველი ინციდენტი, როცა აღნიშნული შტამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 


მართალია, ფინეთში ეს ვირუსი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, თუმცა ქვეყანაში ინფექციის გავრცელების  მაღალი რისკები არსებობს.