ტოკიოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული სამედიცინო მოწყობილობების კომპანია Terumo დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარად შეიძენს ორგანოების შენარჩუნების ტექნოლოგიების ბრიტანულ კომპანია OrganOx-ს.
ეს გარიგება დიდი ბრიტანეთის სამედიცინო ტექნოლოგიების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
OrganOx-ი სპეციალიზებულია ორგანოების შენარჩუნების მოწინავე მოწყობილობებზე.
გარდა ამისა, ეს მოწყობილობები შესაძლებელს ხდის ორგანოების მდგომარეობის რეალურ დროში მონიტორინგს შენახვისა და ტრანსპორტირების დროს. ეს მიზნად ისახავს დაქვეითებული ფუნქციის მქონე ორგანოების გადანერგვის პრევენციას - გადანერგვის წარმატების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით - ასევე ნაკლებად სავარაუდო დონორებისგან ორგანოების მეტად გამოყენების ხელშეწყობას.
„OrganOx ორგანოების გადანერგვის ტექნოლოგიების პიონერი და ლიდერია, - განაცხადა ფირმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ერნ სტუგემ - დღეს გამოცხადებული ტრანზაქცია, სავარაუდოდ, გააფართოებს ჩვენი ტრანსპლანტაციის ტექნოლოგიური პლატფორმის დანერგვას Terumo-ს გლობალური ინფრასტრუქტურის გამოყენებით, რაც მთელ მსოფლიოში მეტ პაციენტს დაეხმარება.“
OrganOx-ის ღვიძლის NMP მოწყობილობა FDA-მ 2021 წელს დაამტკიცა და ის აშშ-ის ბაზარზე 2022 წელს გამოვიდა. მოწყობილობა ასევე დაამტკიცა ევროპის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელმა ორგანოებმა.
დღემდე, მოწყობილობა მსოფლიოს მასშტაბით ღვიძლის გადანერგვის 6000-ზე მეტ პროცედურაში იქნა გამოყენებული.
Terumo-მ წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა OrganOx-თან და გააძლიერა ეს პარტნიორობა მიმდინარე წლის მარტში, სტრატეგიული ინვესტიციის მეშვეობით. შემდეგ OrganOx-მა 160 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა.
OrganOx-ის მიერ წარმოებული ტექნოლოგიების ფუნქციაა, უფრო დიდი ხნით და ეფექტურად შეინარჩუნოს ორგანო, ვიდრე ტრადიციული „ცივი საცავია“, ორგანო გადაიზიდოს უფრო შორს და უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ასევე შესაძლებელი იყოს ორგანოს ფუნქციის წინასწარ შეფასება.
Terumo 1921 წელს ტოკიოში დაარსდა, თავდაპირველად იყო სამედიცინო თერმომეტრების მწარმოებელი. დღეს კომპანიას 30 000 თანამშრომელი ჰყავს და პროდუქციას 160-მდე ქვეყანას აწვდის.
წყარო: Healthcaretoday