ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები, რომელიც აუტიზმის ზუსტ დიაგნოზს სვამს, ახლო მომავალში ამ მეთოდის დამტკიცებაზე განაცხადს ამერიკის წამლის სააგენტოში (FDA) შეიტანენ. 

ინოვაციური სისტემა აანალიზებს თავის ტვინის „ემერტეს“ მონაცემებს და მისი დიაგნოზის სიზუსტე 98,5%-ს აღწევს 24-დან 48 თვემდე ასაკის ბავშვებში. 

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ესაა სრულიად ინოვაციური მიდგომა, რომელსაც შეუძლია აუტიზმის დროს ადრეული ჩარევის სტრატეგიების შეცვლა და მზადაა კომერციალიზაციისთვის. ზოგი შეფასებით, ეს მიგნება აუტიზმის მართვაში ახალ ერას შექმნის. 

ხელოვნური ინტელექტის ევოლუციური სისტემა ლუივილის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მკვლევარის მოჰამედ ჰუდრი ხელმძღვანელობით შეიქმნა.

სისტემის ალგორითმი „ემ ერ ტე“-ს მონაცემებს აანალიზებს და მათ ნეიროტიპურ ბავშვებს ადარებს. 
ტექნოლოგიის ეფექტიანობა დამტკიცდა 226 ბავშვზე ჩატარებული კვლევის შედეგად. ამ ბავშვებისგან 126 ბავშვს აუტიზმი ჰქონდა, 100 კი ტიპური განვითარების იყო. 
ახალი სისტემის შექმნის მნიშვნელობა იმაშია, რომ მას პოტენციურად შეუძლია რევოლუციის მოხდენა აუტიზმის მართვასა და დიაგნოსტიკაში.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ნახევარზე მეტს განვითარების კუთხით შემოწმება არ უტარდება, 30%-ს კი 8 წლის ასაკამდე დიაგნოზი არ ესმევა. 
ადრეულ ჩარევას კი შეუძლია საუკეთესო შედეგების მოტანა აუტიზმის მქონე ადამიანებში, მათ შორის - დამოუკიდებლობისა და IQ-ს მაღალი დონის. 
გარდა ამისა, ამ სისტემას შეუძლია შეამციროს აუტიზმის დიაგნოსტიკისა და  მართვის ხარჯები.