მენტალური ჯანმრთელობა მთელს მსოფლიოში ჯანდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, თუმცა წინა პლანზე წამოიწია ჰოლისტიკურმა მიდგომამ, რაც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთიან ხედვას გულისხმობს.
ამის შესახებ Bayer Consumer Healthcare-ის კვლევაშია ნათქვამი, რომლის ფარგლებშიც 50-მდე ქვეყანაში მცხოვრები ათეულობით ათასი ადამიანი გამოიკითხა.
მისი ანალიზის სახელწოდებაა „ჯანმრთელობა ყველა მომხმარებლისთვის“. დოკუმენტის უახლეს, მეორე ნაწილში, რომელიც Ipsos-თან თანამშრომლობით ჩატარდა, აღნიშნულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი, რომელიც გასულ წელს ყველაზე აქტუალური თემა იყო, კვლავ მნიშვნელოვანი რჩება, თუმცა წინა პლანზე წამოიწია ჰოლისტიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრებამ, რომელიც როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას ანიჭებს უპირატესობას.
კვლევის ფარგლებში, ახალგაზრდა ქალები ყველაზე ხშირად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრობდნენ.
„რა არის თქვენს ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა?“, ამ კითხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობა პირველ ადგილზე იყო 45 პროცენტით, შემდეგ მოდიოდა კიბო 38 პროცენტით, სტრესი 31 პროცენტით და სიმსუქნე 26 პროცენტით. ყველაზე ხშირად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე Z და მილენიალების თაობის წარმომადგენელი ქალები საუბრობდნენ.
ყველაზე გავრცელებული ფიზიკური პრობლემები აღმოჩნდა დაღლილობა და თავის ტკივილი.
ადამიანები მზად არიან მეტი გააკეთონ თავიანთი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
ანალიზმა აჩვენა, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამ კონტექსტში ჰოლისტური ჯანმრთელობის კონცეფციამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ფაქტორები, რომლებმაც ფსიქიკური ჯანმრთელობა გლობალურად ჯანმრთელობის პრობლემების სიის სათავეში აიყვანა, მოიცავს ექვს ძირითად თემას: საზოგადოების შეცვლა, ტექნოლოგიური აჩქარება, ეკონომიკური უთანასწორობა, გარემოსდაცვითი საგანგებო სიტუაციები, პოლიტიკური უთანასწორობა და ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია. ამ ყოველივეს გამო შფოთვა ინდივიდებზე ზეწოლას ახდენს. ადამიანების „ჰოლისტური ჯანმრთელობის“ დღის წესრიგი მოიცავს სამ ძირითად თემას: თვითკონცენტრაცია, სტერეოტიპების დანგრევა და აწმყოთი ცხოვრებისკენ სწრაფვა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნეგატიური მოვლენები ვითარდება, ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ ერთადერთ რამეზე, რისი კონტროლიც შეუძლიათ: საკუთარ თავზე. 58 პროცენტი ამბობს: „მთავარია, დღეს ცხოვრებით ტკბობა; ხვალინდელი დღე თავისით მოგვარდება“. 56 პროცენტი კი აცხადებს ამბობს: „მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, რადგან მომავალი გაურკვეველია“.
Bayer Consumer Healthcare Turkey-ის მარკეტინგის დირექტორმა, ტუნა დემირალპმა, ანალიზის შედეგებზე კომენტარი გააკეთა: „პანდემიის შემდეგ, ჯანმრთელობის კონცეფცია მხოლოდ სამედიცინო ფენომენიდან გაცილებით ფართო და მრავალგანზომილებიან ცნებად იქცა. ინდივიდები და საზოგადოებები უკვე აღიარებენ, რომ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა განუყოფელი, ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებია.
Ipsos-ის კლიენტების მართვის უფროსმა დირექტორმა, ოზლემ თეკინტაშ აიდინმა, განაცხადა: „კვლევა აჩვენებს, რომ კონტროლის დაკარგვა, არაპროგნოზირებადობა და სწრაფად ცვალებადი დღის წესრიგი ინდივიდებში ღრმა სტრესს ქმნის. ამ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ცდილობენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფოკუსირებას, მათი სიმპტომების მიზეზი ასევე გარემოზე, ურთიერთობებსა და კოლექტიური ცხოვრების ხარისხზე ფოკუსირების შედეგია. ჯანმრთელობის ახლანდელი გაგება ნიშნავს ფსიქიკური და ფიზიკური ბალანსის ჰოლისტურად განხილვას. იმისათვის, რომ საზოგადოებები უფრო მდგრადი გახდეს, საჭიროა ახალი მიდგომები, რომლებიც კოლექტიური კეთილდღეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.“
საინტერესოა, რომ აღნიშნული კომპანიის იგივე შინაარსის 2023 წლის კვლევის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხმა, მნიშვნელობის მიხედვით, მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების პრობლემას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა.